» » ჰამანი: "პრემიერ-ლიგაში არა მხოლოდ ფეხბურთელებით, არამედ სულითაც ვაჭრობენ"

ჰამანი: "პრემიერ-ლიგაში არა მხოლოდ ფეხბურთელებით, არამედ სულითაც ვაჭრობენ"

4-02-2018, 16:18 dachi8 სიახლეები 0

ჰამანი:
“ბავარიის“, „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ნახევარმცველი დიტმარ ჰამანი თვლის, რომ ინგლისური ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამომუშავების ინსტრუმენტი გახდა. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ გერმანიის ჩემპიონატმა ინგლისური პრემიერ ლიგისგან მაგალითი არ უნდა აიღოს.


„ობამეანგი - მორიგი ვარსკვლავია, რომელმაც ბუნდესლიგა პრემიერ-ლიგაზე გაცვალა და ეს ტალღა გაგრძელდება, - მოყავს Bild-ს 44 წლის ჰამანის სიტყვები. - გერმანულ კლუბებს ძალა არ შესწევთ წინ აღუდგნენ მილიონობით ევროს, რომლითაც ინგლისური კლუბები მანიპულირებენ. პრემიერ-ლიგა მსოფლიოში ყველაზე აქტიურადაა ჩართული ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით, მაგრამ მან უკვე დიდი ხანია გაყიდა საკუთარი სული. უფრო მეტი ფული, უფრო ნაკლები ატმოსფერო სტადიონებზე. როდესაც „კარდიფის“ მფლობელი ტრადიციებს სულში აფურთხებს და უბრალოდ ცვლის კლუბის ფერებს, მაშინ ფეხბურთი მხოლოდ ფულის გამომუშავების ინსტრუმენტი ხდება. ამიტომ გერმანიას არ უნდა შეშურდეს ინგლისის. ბუნდესლიგაში საკმაოდ ყავთ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები და აქ უფრო ხშირად აძლევენ შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მე ვამჯობინებდი უარი მეთქვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისგან, მაგრამ სული შემენარჩუნებინა“, - იძახის ჰამანი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.