» » ჰაინკესი: "ხამესს უკეთ თამაში შეუძლია"

ჰაინკესი: "ხამესს უკეთ თამაში შეუძლია"

6-02-2018, 02:30 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესი:
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა კოლუმბიელ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უწოდა. 26 წლის ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბში მადრიდის „რეალიდან“ გადმოვიდა 2 წლიანი არენდით.

„რა თქმა უნდა, ხამესი მისი მიმდინარე ფორმით - ეს „ბავარიისთვის“ ღმერთის წყალობაა. თამაში ახალ ქვეყანაში, ახალი კულტურით და სხვა მენტალიტეტით ადვილი არ არის, მაგრამ ის თავს ართმევს ამას და ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. მაგრამ მე ასე მეჩვენება, რომ მას კიდევ უფრო უკეთ თამაში შეუძლია“.

„ყველამ იცის, რომ ხამესი მადრიდში ყველაფრით კმაყოფილი არ ყოფილა. ის არ თამაშობდა იმ რეგულარობით, რასაც იმსახურებდა. ჩვენი გადაწყვეტილება გუნდში მისი დამატების თაობაზე ძალიან ლოგიკური იყო. ხამესი მაშინვე ფავორიტი გახდა“, - მოყვა ჰაინკესმა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებთან.

როდრიგესმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 15 გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლისა და 6 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.