Goal: იუპ ჰაინკესმა ჰასან სალიჰამიჯიჩი შეაქო » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » Goal: იუპ ჰაინკესმა ჰასან სალიჰამიჯიჩი შეაქო

Goal: იუპ ჰაინკესმა ჰასან სალიჰამიჯიჩი შეაქო

6-02-2018, 11:09 -ss- სიახლეები 0

Goal: იუპ ჰაინკესმა ჰასან სალიჰამიჯიჩი შეაქო
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული იუპ ჰაინკესი, კლუბის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, 72 წლის დამრიგებელი აღნიშნავს, რომ ხსენებული სპეციალისტის მოღვაწეობა, გერმანული გრანდისათვის უმნიშვნელოვანესია და მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.


"ბავარიას გაუმართლა, რომ მის რიგებში მოღვაწეობს ისეთი სპეციალისტი, როგორიც ჰასან სალიჰამიჯიჩია. კლუბში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, იგი გულმოდგინედ მუშაობს. სალიჰამიჯიჩი მუდამ საჭირო ადგილზეა და უზრუნველჰყოფს ერთგვარ კომუნიკაციას, ხელმძღვანელობასა და გუნდს შორის. "ბაიერნის" მომავალი ფორმირებისათვის იგი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა"

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ჟურნალისტებთან საუბრისას ჰაინკესი ასევე შეეხო, საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა თავკაცის, იულიან ნაგელსმანის სამწვრთნელო საქმიანობას და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"იულიან ნაგელსმანის მიერ შესრულებული სამუშაო ყურადღებას იმსახურებს. მან საკუთარ გუნდს შესთავაზა მკაფიო სათამაშო გეგმა და იდეები. "ჰოფენჰაიმის" მიერ დემონსტრირებულ ფეხბურთს თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ რომ აქ განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება, დაცვიდან შეტევაში ელვისებურ გადასვლას. გარდა ამისა "ჰოფენჰაიმი" გამოირჩევა გუნდური მოქმედებითაც. ნაგელსმანი ძალიან ნიჭიერი სპეციალისტია და წარმატებებსაც აღწევს, მიუხედავად მიმდინარე საფეხბურთო სეზონში არსებული გარკვეული სირთულეებისა."-დაასრულა ჰაინკესმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.