» » ბოატენგი: რონალდუ ყველასგან განსხვავებულია

ბოატენგი: რონალდუ ყველასგან განსხვავებულია

6-02-2018, 12:17 -ss- სიახლეები 3

ბოატენგი: რონალდუ ყველასგან განსხვავებულია
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა, ამერიკულ გამოცემა Playboy-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თანამედროვე ფეხბურთის სამ გამორჩეულ ვარსკვლავზე ისაუბრა. კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესისა და ნეიმარ ჟუნიორის მისამართით, 29 წლის "ბავარიელმა" კომპლიმენტები არ დაიშურა და მათ შესახებ შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.


"ლიონელ მესისთან და ნეიმარ ჟუნიორთან შედარებით, კრიშტიანუ რონალდუ სრულიად განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. იგი უკვე აღარ იყენებს დრიბლინგს, ამ შემთხვევაში კი მეტოქე გუნდის საჯარიმო ზონაში, ის ნამდვილ მანქანად გვევლინება. კრიშტიანუს შესანიშნავი დარტყმა აქვს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით. გარდა ამისა იგი ძალიან სახიფათოა მეორე სართულზე გამართულ ორთაბრძოლებშიც. ამ ყველაფერს კი მან თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად მიაღწია"

"რაც შეეხება მესის და ნეიმარს, ორივე ეს ფეხბურთელი ძალიან ნიჭიერია. რა თქმა უნდა, რთულია სამივე ზემოხსენებული შემტევის წინააღმდეგ, დაცვით პოზიციაში მოქმედება, მაგრამ ჩემი აზრით, მესისთან ერთი-ერთზე თამაში, დღესდღეობით არცერთ უკანახაზელს არ შეუძლია. ამ კუთხით იგი ზედმეტად ძლიერია, ბურთი კი თითქოს მიკერებული აქვს ფეხზე. იგივეს თქმა შემიძლია, ნეიმარის მისამართითაც, მაგრამ მის წინააღმდეგ თამაშისას კიდევ გრჩება გარკვეული შანსი"-ციტირებს გამოცემა Playboy-ი ჟერომ ბოატენგის სიტყვებს.
1
1

-ss- (6 თებერვალი 2018 12:38)

dachi8,
კი ბატონო wink
1

dachi8 (6 თებერვალი 2018 12:33)

-ss-,
მასე მოჭრილი ხესავით არ დაეცა მესი? რიბერიმ რომ მოაჯინა beach
0

-ss- (6 თებერვალი 2018 12:22)

ამაზე სულ ის მახსენდება, ობოლაძემ რო თქვა მოჭრილი ხესავით დაეცაო kicha angry
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.