» » ბოატენგისა და მარტინესის გარეშე პადერბორნში

ბოატენგისა და მარტინესის გარეშე პადერბორნში

6-02-2018, 12:31 dachi8 სიახლეები 0

ბოატენგისა და მარტინესის გარეშე პადერბორნში
სამშაბათს საღამოს (21:30 სთ) „ბავარია“ გერმანიის თასის ¼ ფინალში „პადერბორნს“ დაუპირისპირდება. რეკორდმაისტერი, რეკორდსმენი გერმანიის თასზე გამარჯვებებით და ლიდერი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 დივიზიონის ლიდერთან გამართავს დუელს. „მოწინააღმდეგეს სრული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ. ვთვლი, რომ ეს ნამდვილი სათასო ბრძოლა იქნება“, - ხაზი გაუსვა ჰაინკესმა.

მათს ჰუმელსიც არ აპირებს მოწინააღმდეგის არ დაფასებას. „მე უკვე მომიწია „ბორუსიის“ რიგებში ოფენბახში და ოსნაბრიუკში გამოვარდნილიყავი ამ ტურნირიდან. მაშინ ისინი, ახლა როგორც „პადერბორნი“ ლიდერობდნენ მე-3 დივიზიონში. ამიტომ სამწუხაროდ, მე ვიცი, რომ შესაძლებელია მარცხიც.

ჰაინკესი შთაბეჭდილების ქვეშაა

„ბავარიელები“ ცხელ მატჩს ელიან. ჰაინკესს არა ერთხელ უთქვამს, რომ „ბავარიასთან“ ყველა გუნდი ცდილობს თავის თავს გადაახტეს. „ჩვენ უნდა შევეცადოთ ეს არ დავუშვათ, რაც მაინცში გავაკეთეთ. გუნდთან შესაბამისი საუბარი მექნება“. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ჰაინკესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უყურა „ოადერბორნის“ ბოლო 2 თამაშს და შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა. „ისინი ძალიან კარგ შეტევით ფეხბურთს თამაშობენ, კარგად ორგანიზებულნი არიან, აგრესიულები და ბევრს მოძრაობენ. ისინი მე-2 ბუნდესლიგაში ამოიწევიან და შეუძლიათ იქ გამყარდნენ. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ“.

ვიდალი დაბრუნებასთან ახლოსაა

მოახლოებულ თამაშში, სრულად შევსებულ „ბენტელერ-არენაზე“ (15 000 მაყურებელი) ჰანკესს კვლავ შეუძლია არტურო ვიდალის იმედი ჰქონდეს. „თუ დამამთავრებელ ვარჯიშზე მას შეეძლება პრობლემების გარეშე ვარჯიშის ჩამთავრება, მაშინ მე მას წავიყვან“ - განაცხადა იუპმა.

ჟერომ ბოატენგი, რომელსაც იგივე პრობლემები აწუხებს (კუჭ-ნაწლავის ინფექცია), თამაშს ვერ შეძლებს. ხავი მარტინესიც (ტერფის პრობლემები) გუნდთან ერთად არ გაემგზავრება პადერბორნში. „არ მსურს გარისკვა. ხავი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო მატჩებში. ვიმედოვნებ, რომ შაბათს „შალკესთან“ თამაშში მას შეეძლება თამაში“,

მიმდინარე გერმანიის თასის გათამაშებაში „პადერბორნმა“ მე-2 ბუნდესლიგის გუნდები („სანკტ-პაული“, „ბოხუმი“ და „ინგოლშტადტი“) გამოაგდო და ამით პირველად თავის ისტორიაში ¼ ფინალში გავიდა. ახლა მათ „ბავარიისთვის“ ფეხის წამოდება უნდათ.

მთავარ მწვრთნელს შტეფან ბაუმგარტს 1996-2001 წლებში 3-ჯერ აქვს მოპოვებული „ბავარიაზე“ გამარჯვება. „ჩვენ არ ვაპირებთ მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდომას იმის იმედით, რომ პენალტების სერიამდე მივიყვანოთ თამაში“, - მოყვა „პადერბორნის“ მთავარმა მწვრთნელმა. „ჩვენ გვსურს აგრესიული და თამამი ფეხბურთის თამაში. „ბავარიას“ რომ გავცდეთ ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი დღე გვჭირდება“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.