» » Goal: ჰაინკესი მადრიდის "რეალის" შესახებ საუბრობს

Goal: ჰაინკესი მადრიდის "რეალის" შესახებ საუბრობს

6-02-2018, 13:24 -ss- სიახლეები 0

Goal: ჰაინკესი მადრიდის
"რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, მადრიდის "რეალის" შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "სამეფო" კლუბში მიმდინარე პროცესები კანონზომიერია. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით, როდესაც გუნდში თაობათა ცვლა ხორციელდება, აუცილებელია ერთგვარი ბალანსის დაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებული პროცესი მტკივნეულ ხასიათს მიიღებს.

"მიმაჩნია, რომ მადრიდის "რეალის" სათამაშო ფორმის დაღმასვლა, სრულიად კანონზომიერი მოვლენაა. მათ სულ ცოტა ხნის წინ მოიგეს პრიმერა, ასევე ორჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. გარდა ამისა, ზაფხულში კლუბი დატოვა ბევრმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა, მაგალითად პეპემ, მორატამ და ხამეს როდრიგესმა. მაშინ "რეალში" თვლიდნენ, რომ მათი ჩანაცვლება შეეძლოთ ახალბედა ფეხბურთელებით, თუმცა ასეთ დროს აუცილებელია ერთგვარი ბალანსის დაცვა, ახალგაზრდა და სტაჟიან მოთამაშეებს შორის."

რაც შეეხება, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანური გრანდის შანსების შესახებ, "ბავარიელთა" ხელმძღვანელმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.

"ვფიქრობ, რომ დაუშვებელია ამ კლუბის ნაადრევად ჩამოწერა. როგორც ჩემი გამოცდილება მეუბნება, არასდროს არ შეიძლება მადრიდის "რეალის" დაუფასებლობა. მათ შეუძლიათ "პარი სენ-ჟერმენის" ბარიერის გადალახვა, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დაგროვებული, დიდი გამოცდილების წყალობით"-ციტირებს გამოცემა Goal-ი იუპ ჰაინკესის სიტყვებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.