» » "ბავარიამ" "პადერბორნი" გაანადგურა

"ბავარიამ" "პადერბორნი" გაანადგურა

7-02-2018, 12:08 -ss- სიახლეები 1

6 თებერვალს, გერმანიის თასის ეგიდით გამართული შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "პადერბორნსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, უხვგოლიანი აღმოჩნდა. "რეკორდმაისტერმა", მასპინძელ გუნდს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.




იუპ ჰაინკესი -"რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. თამაში, არც თუ ისე კარგ გაზონზე მოგვიწია, თუმცა ჩვენს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დასახულ მიზანს თავი გავართვით. ლამაზი გოლებიც გავიტანეთ და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. "პადერბორნი" კარგი გუნდია. მათი თამაში, მეორე დივიზიონის დონეს, სრულიად აკმაყოფილებს"

იოშუა კიმიხი - "მინდა დიდი კომპლიმენტები მივუძღვნა "პადერბორნს". მათ ძალიან გაბედეულად ითამაშეს. მიუხედავად მოედნის საფარის მდგომარეობისა, ისინი ცდილობდნენ კარგად ემოქმედათ. მიწაზე ბურთის დამორჩილება ძალიან რთული იყო. ვფიქრობ რომ დღეს ორივე გუნდმა კარგად იასპარეზა."

შტეფან ბაუმგარტი ("პადერბორნის" მთავარი მწვრთნელი) - "ჩვენ რიგ შემთხვევებში კარგად ვმოქმედებდით, თუმცა რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. აუცილებელია მეტოქის კართან მომენტების შექმნა, ისე რომ დაცვაშიც პრობლემები არ შეგექმნას. "ბაიერნი" ცივსისხლიანად იყენებს, ნებისმიერ შეცდომას. მათი მოქმედება შეტევაში კი უბრალოდ შთამბეჭდავია. ვცდილობდით კარგად გვეთამაშა, მაგრამ მეტოქე ძალიან ძლიერი იყო. ასეთ მატჩებში ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია"

კრისტიან შტროდიკი ("პადერბორნის" კაპიტანი) -"მიღებული შედეგით გულდაწყვეტილი ვარ. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ გვენახებინა ყველასთვის თუ რამდენს მივაღწიეთ ბოლო თვეების განმავლობაში. ვფიქრობ ეს გარკვეულწილად შევძელით კიდეც. დღეს ჩვენ ვიმსახურებდით, რამოდენიმე გოლის გატანას. "ბაიერნის" წინააღმდეგ როდესაც თამაშობ, ამდენი შეცდომა არ უნდა დაუშვა, ის ამას აუცილებლად გამოიყენებს"

სებასტიან შონლაუ- ( პადერბორნი) "0-6 , რა თქმა უნდა ბევრია. ვფიქრობ ოთხი სავსებით საკმარისი იქნებოდა. მიუხედავად "ბაიერნის" დომინანტობისა გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ რაღაც ჩვენც შეგვიძლია. ჩვენ ასე უბრალოდ არ ვართ, სატურნირო ცხრილის სათავაში მოქცეული. გვსურს კიდევ უფრო წინ წავიდეთ. რაც შეეხება "ბავარიას", ის უბრალოდ ზედმეტად ძლიერია"
1
0

dachi8 (7 თებერვალი 2018 19:46)

პადერბორნმა თამაშს არ ჩავკეტავთო და აგერ მიიღეს 6 გოლი კარში kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.