» » მათეუსი: "ბაიერნის" მწვრთნელად იოახიმ ლიოვს ვისურვებდი

მათეუსი: "ბაიერნის" მწვრთნელად იოახიმ ლიოვს ვისურვებდი

7-თებ-2018, 12:58
0313
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ლოთარ მათეუსი, საინფორმაციო გამოცემა Sky Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ საუბრობს. ვეტერანი "ბავარიელის" განცხადებით, მას შემდეგ რაც იუპ ჰაინკესი კლუბს დაემშვიდობება, ლიოვი იდეალური კანდიდატი იქნება, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

"2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, იოახიმ ლიოვი იდეალური კანდიდატი იქნებოდა მიუნხენური კლუბისათვის. თუმცა, სიმართლე გითხრათ არ მგონია, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას. ჩემს ყველაზე დიდ სურვილს, სწორედ ეს წარმოადგენს, რომ ლიოვი გახდეს "ბაიერნის" დამრიგებელი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ იუპ ჰაინკესი კლუბს დაემშვიდობება."

"იოახიმ ლიოვი, უკვე რამდენიმე წელია, რაც მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებთან ერთად, წარმატებით მოღვაწეობს ბუნდესნაკრების შემადგენლობაში. მან გრანდიოზულ წარმატებებს მიაღწია და ვფიქრობ, რომ აბლოსუტურ პატივისცემას იმსახურებს"-ციტირებს გამოცემა Sky Germany-ი, ლოთარ მათეუსის სიტყვებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..