» » Goal: ჰაინკესი გერმანული ფეხბურთის მომავალზე საუბრობს

Goal: ჰაინკესი გერმანული ფეხბურთის მომავალზე საუბრობს

7-02-2018, 13:26 -ss- სიახლეები 1

Goal: ჰაინკესი გერმანული ფეხბურთის მომავალზე საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის პროგნოზი, გერმანული ფეხბურთის მომავალზე, პესიმისტურია. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, "ბავარიელთა" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თანამედროვე ფეხბურთში არსებული ფინანსური და სატრანსფერო პოლიტიკა, ახლო მომავალში გერმანული გუნდებისათვის, ნამდვილ თავის ტკივილად იქცევა.


"ჩვენი მიზანია, გერმანიის ჩემპიონობა ვიზეიმოთ, აღსანიშნავია, რომ ეს ტიტული ჯერ კიდევ არ გვაქვს განაღდებული. გარდა ამისა, ჩვენი სურვილია წარმატებას მივაღწიოთ გერმანიის თასისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზეც. აქ კი "ბაიერნს" წინ დიდი სირთულეები ელის, რადგანაც ამ ტურნირზე ძალიან ძლიერი გუნდები ასპარეზობენ, რომელთაც ზურგს დიდი ფინანსური საშუალებები უმაგრებთ და სატრანსფერო ბაზარზეც, ნამდვილ დომინანტებად გვევლინებიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი "ბავარიას", ისევე როგორც სხვა გერმანულ გუნდებს, სულ უფრო მეტად გაუჭირდებათ საერთაშორისო არენაზე"-აცხადებს ჰაინკესი.

შეგახსენებთ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ზამთრის შესვენების შემდგომ სტარტს 13 და 14 თებერვალს აიღებს. ხსენებულ ტურნირზე, მიუნხენის "ბაიერნი" მერვედფინალურ ეტაპზე, საკუთარ პირველ დაპირისპირებას 20 თებერვალს, საფეხბურთო კლუბ "ბეშიკტაშის" წინააღმდეგ გამართავს. ზემოაღნიშნული შეხვედრა "ალიანც არენაზე" თბილისის დროით 23:45 საათზეა ჩანიშნული.
1
0

dachi8 (7 თებერვალი 2018 19:47)

მართალია ბიძია იუპი ac
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.