» » ჰაიდელი: ეს მოსალოდნელი იყო

ჰაიდელი: ეს მოსალოდნელი იყო

7-02-2018, 15:50 -ss- სიახლეები 1

ჰაიდელი: ეს მოსალოდნელი იყო
გელზენკირხენის "შალკე-04"-ის სპორტული დირექტორი კრისტიან ჰაიდელი, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, მიუნხენის "ბაიერნსა" და ლეონ გორეცკას, შორის, სულ ცოტა ხნის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას და აღნიშნა, რომ მას ხსენებული გარიგების განხორციელება, არ გაკვირვებია. ინტერნეტ გამოცემა Sport Bild-თან საუბრისას, ჰაიდელი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ტრანსფერებს, მომავალში სულ უფრო მეტჯერ იხილავს გულშემატკივარი.

"ამ საკითხთან დაკავშირებით, მიუნხენის "ბაიერნის" პოზიცია ჩემთვის სრულიად გასაგებია. რა თქმა უნდა, მათ წაიყვანეს გორეცკა ის ხომ შესანიშნავი ფეხბურთელია. ვფიქრობ მომავალში მსგავს შემთხვევებს სულ უფრო მეტჯერ ექნება ადგილი. კიდევ სად უნდა წავიდეს ფეხბურთელი, რომელსაც გერმანიაში სურს დარჩენა და ამავე დროს განვითარება?!"

"პრესაში წავიკითხე თითქოს, ამ გადაწყვეტილებით "ბავარიამ" ლეონ გორეცკა, გერმანულ ფეხბურთს შეუნარჩუნა. მათ ის აიყვანეს იმიტომ, რომ ლეონს შუძლია ხსენებულ კლუბს დაეხმაროს. აქ განსახილველი არაფერია"-ციტირებს გამოცემა Sport Bild-ი, კრისტიან ჰაიდელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე ხნის წინ მიუნხენის "ბაიერნმა" გელზენკირხენის "შალკე 04"-ის რიგებში მოასპარეზე, ლეონ გორეცკასთან შეთანხმებას მიაღწია და შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, მიუნხენური კლუბის ღირსებას მომავალი სეზონიდან დაიცავს.
1
1

dachi8 (7 თებერვალი 2018 19:48)

ჰოდაერთი ადგილები გაანძრიეთ dictor
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.