» » რუმენიგე: გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ

რუმენიგე: გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ

8-02-2018, 11:55 -ss- სიახლეები 0

რუმენიგე: გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "რეკორდმაისტერის" ვეტერან ვინგერებთან, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენთან, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებათა პროცესი დაწყებულია. წყაროს თქმით, გარდა ხსენებული ფეხბურთელებისა, მიუნხენური კლუბის დირექცია, მოლაპარაკებებს ასევე მართავს, სვენ ულრაიხთან და ბრაზილიელ ლეგიონერ რაფინიასთანაც.

"ჩვენ გვჭირდება გარკვეული დრო, რის შემდეგადაც ჩამოვყალიბდებით, მოხდება თუ არა ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება ხსენებულ ფეხბურთელებთან. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას"-ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Bild-ი

შეგახსენებთ, ოთხივე ზემოაღნიშნულ ფეხბურთელსა და მიუნხენის "ბაიერნს" შორს გაფორმებულ ხელშეკრულებას, მოქმედების ვადად 2018 წლის 30 ივნისი აქვს განსაზღვრული. სულ რამდენიმე დღის წინ კი, მიუნხენური კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას აპრილის ან მაისის თვეში მიიღებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.