» » ლევანდოვსკიმ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

ლევანდოვსკიმ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

8-02-2018, 19:57 dachi8 სიახლეები 2

ლევანდოვსკიმ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
„ბავარიის“ პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


- „ბოლო წლებში მივეჩვიეთ იმას, რომ მარტისკენ ჩემპიონატში ქულათა დიდი სხვაობა გვაქვს, მაგრამ მაღალი დონის კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზეც გამოვდივართ. თითოეულ მატჩში 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ“.

- „ხშირად ვსაუბრობ იუპ ჰაინკესთან, ის ყოველთვის მზადაა ჩემს დასახმარებლად. ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ახლა კი შესანიშნავი მწვრთნელია. მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად ერთ გუნდში ვმუშაობ“

- „რეალში გადასვლა? ყოველ წელს ეს სპეკულაციები იწყება. მე ისინი არ მაინტერესებს. არაფერი მაქვს სათქმელი ამის შესახებ. წარმოდგენა არ მაქვს, მოლაპარაკებები ჰქონდა თუ არა „რეალთან“ ჩემს აგენტს“.

- „არ მსურს ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს შანსებზე საუბარი. თავიდან ჩვენ „ბეშიკტაშს“ უნდა გავცდეთ. თუ მომდევნო ტურში გადავალთ, მაშინ შეგვიძლია ყველა დანარჩენზე საუბარი“.

- " ვიცი, რომ სეზონის შედეგებიდან გამომდინარე, ფავორიტი ვარ საუკეთესო ბომბარდირის წოდებაზე. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ჩემი მიზანი - 30 გოლის გატანაა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მთლიანობაში კარგად ვითამაშო".
1
0

dachi8 (8 თებერვალი 2018 21:21)

-ss-,
xixi xixi xixi სადმე კუთხეში
1

-ss- (8 თებერვალი 2018 21:13)

ამის აგენტს ერთხელაც გაძუყნიან ბაიერნის "ულტრა-გულშემატკივრები" yes
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.