» » ეფენბერგმა "გამოსავალი" იპოვა

ეფენბერგმა "გამოსავალი" იპოვა

9-02-2018, 02:54 dachi8 სიახლეები 1

ეფენბერგმა
„ბავარიის“ ყოფილი კაპიტანი შტეფან ეფენბერგი ბუნდესლიგას სთავაზობს კარდინალურად შეცვალონ ჩემპიონატის ჩატარების ფორმატი, რადგან ამჟამინდელი სახით ბუნდესლიგაში ინტრიგა ჩვეულებრივ უკვე შობისათვის მკვდარია.

„ბავარიამ“ ბუნდესლიგის ბოლო 5 გათამაშება მოიგო და დამაჯერებლად მიდის მე-6 ჩემპიონობისაკენ. ეფენბერგი გვთავაზობს, რომ გუნდები 2 ნაწილად გაიყონ, რომ შობამდე 9 გუნდმა ერთმანეთში 2-ჯერ მოასწროს თამაში სახლში და გასვლაზე. შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი თითოეული ქვეჯგუფიდან და ასევე საუკეთესო მე-5 კოლექტივი დივიზიონს ჩამოაყალიბებს, რომელიც ჩემპიონობისათვის და ევროთასებისათვის იბრძოლებს, ხოლო დანარჩენი 9 გუნდი თავის ლიგაში არსებობისათვის იბრძოლებს. ქულები კი ამასთან განულდება.

„ამ შემთხვევაში ჩემპიონატის ბედი არ იქნება ცნობილი თებერვალში ან მარტში, რადგან იანვარში ყველანი ნულიდან დაიწყებენ. ეს სერიოზულ ინტრიგას წარმოშობს სეზონში 2-ჯერ. თავიდან გუნდებს მოუწევთ 1 ჯგუფში მოხვედრა, შემდეგ კი თავიდან მოუწევთ ბრძოლა ტიტულისათვის ან არსებობისათვის“, - იძახის ეფენბერგი.
1
1

dachi8 (9 თებერვალი 2018 02:56)

ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მაგრად გაურეკია ეფენბერგს ok kricha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.