» » Goal: გორეცკა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს

Goal: გორეცკა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს

9-02-2018, 13:40 -ss- სიახლეები 0

Goal: გორეცკა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს
გელზენკირხენის "შალკე 04"-ის რიგებში მოასპარეზე ლეონ გორეცკა, რომელთანაც მიუნხენის "ბაიერნმა" სულ ცოტა ხნის წინ, სატრანსფერო ხელშეკრულება გააფორმა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ახალგაზრდა ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ამ სკითხთან დაკავშირებით ზედმეტად დიდი აჟიოტაჟია ატეხილი და ყველას მოუწოდებს, არაფრისმთქმელი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ.

"მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, მანამ სანამ ხსენებულ გადაწყვეტილებას მივიღებდი. მინდოდა მთელი ასი პროცენტით დავრწმუნებულიყავი, ამ ნაბიჯის სისწორეში. ვფიქრობ, რომ ჩემს გარშემო ზედმეტად დიდი ხმაური ატეხეს. "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ამჯერად ჩემი სიტუაციაც განსხვავებილია"-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი, ლეონ გორეცკას სიტყვებს.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ლეონ გორეცკამ საფეხბურთო კლუბ "შალკე 04"-ის მაისურით, გერმანიის ჩემპიონატისა და თასის ეგიდით გამართულ 16 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. გახდა ოთხი გატანილი გოლის და ორი შედეგიანი გადაცემის ავტორი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.