» » "ბავარიამ" რაფინიას ახალი წინადადებით მიმართა

"ბავარიამ" რაფინიას ახალი წინადადებით მიმართა

9-02-2018, 15:18 -ss- სიახლეები 0

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ, კლუბის ბრაზილიელ ლეგიონერს, მარსიო რაფაელ ფერეირა დე სოუზას, იგივე რაფინიას ხელშეკრულების პროლონგაცია 2 წლის ვადით შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას, სპორტული ჟურნალისტი კრისტიან ფალკი, სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით ავრცელებს. წყაროს თქმით, სამხრეთამერიკელ უკანახაზელს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიუღია, შესაბამისად კლუბსა და ფეხბურთელს შორის, მოლაპარაკებათა პროცესი ახლო მომავალში კვლავ გაგრძელდება.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ რაფინიამ მიმდინარე საფეხბურთო სეზონში მიუნხენური კლუბის მაისური, ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ 16 შეხვედრაში მოირგო. საიდანაც 12 მათგანში, ძირითად თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი. გარდა ნაციონალური პირველობისა, 32 წლის ფეხბურთელი "რეკორდმაისტერს" უეფას ჩემპიონთა ლიგის 4 შეხვედრაში და გერმანიის თასის ორ დაპირისპირებაშიც დაეხმარა.

იმ ფატქს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ზემოხსენებულ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ადასტურებს გერმანული გრანდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგეც. სულ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან საუბრისას, რუმენიგემ აღნიშნა, რომ ხსენებული საკითხის გადაჭრა, გარკვეულ დროს მოითხოვს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.