» » "ბავარიამ" "შალკე 04" დაამარცხა

"ბავარიამ" "შალკე 04" დაამარცხა

11-02-2018, 11:58 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

10 თებერვალს, გერმანიის ჩემპიონატის 22-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში გელზენკირხენის "შალკე 04"-ს უმასპინძლა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა მეტოქე გუნდი. რობერტ ლევანდოვსკისა და თომას მიულერის მიერ გატანილი გოლების წყალობით, "ბავარიელებმა" მორიგი სამი ქულა მიითვალეს და კიდევ უფრო განიმტკიცეს ერთპიროვნული ლიდერობა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

პეტერ ჰერმანი -"ვფიქრობ, რომ ტელევიზორთან მჯდომი იუპ ჰაინკესი ბევრს ინერვიულებდა. მან მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნა, სადაც გამარჯვებას გვილოცავდა. რაც შეეხება თამაშს, ის ძალზედ მძიმე გამოდგა. "შალკემ" შესანიშნავი პრესინგი შემოგვთავაზა. მსურს ჩემს გუნდს კომპლიმენტები მივუძღვნა, არამხოლოდ დღევანდელი გამარჯვებისთვის, არამედ მთელი იმ სამუშაოსათვის, რაც მათ ბოლო თვეების მანძილზე გასწიეს"

თომას მიულერი -"ზოგადად, ჩემს მიერ გატანილი გოლების დროს, მეკარეები ცდილობენ გამოიცნონ, მოთამაშის მოქმედება ბურთთან ერთად. მაგრამ მე არ მქონდა საკმარისი დრო შექმნილ ვითარებაში გასარკვევად და უბრალოდ დავარტყი მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით. მცირედით გამიმართლა კიდეც"

დომენიკო ტედესკო (შალკეს მთავარი მწვრთნელი) -"ამ მატჩის დაწყებამდე ჩვენ დიდი მიზანი დავისახეთ. განსაკუთრებულ გეგმას წარმოადგენდა, ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური მცველების წინააღმდეგ, ეფექტური თამაში. ვფიქრობ, რომ ხსენებულ დავალებას თავი წარმატებით გავართვით. ჩვენი გუნდი ძალზედ თამამად მოქმედებდა და რიგ შემთხვევებში კარგად ვიასპარეზეთ კიდეც. მაგრამ "ბაიერნმა" დამაჯერებლად თამაში განაგრძო, ისინი დინჯად და რაც მთავარია სწორად მოქმედებდნენ."

ლეონ გორეცკა -"ჩვენ ძალიან საინტერესო თამაში გავმართეთ და ვცდილობდით მოვლენათა განვითარებაში ერთგვარი გარდატეხა შეგვეტანა. "ბაიერნის" ფეხბურთელები მიჩვეულები არ არიან უბურთოდ მოქმედებას. ჩვენი გეგმაც სწორედ ეს იყო, რომ ბურთზე კონტროლი მოგვეპოვებინა, რაც გამოგვივიდა კიდეც. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია რომ ჩვენი კარგი თამაში, დაუფასებელი დარჩა"
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.