» » FCB: ულრაიხმა ხელშეკრულება 2021 წლამდე გაახანგრძლივა

FCB: ულრაიხმა ხელშეკრულება 2021 წლამდე გაახანგრძლივა

11-02-2018, 16:21 -ss- სიახლეები 0

FCB: ულრაიხმა ხელშეკრულება 2021 წლამდე გაახანგრძლივა
მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი სვენ ულრაიხი, "რეკორდმაისტერის" რიგებში 2021 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას, მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, 29 წლის კიპერი აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია და გერმანული გრანდის ხელმძღვანელობას, გამოჩენილი ნდობისათვის მადლობას უხდის.

"მოხარული ვარ, რომ "ბავარია" ჩემზე დიდ იმედებს ამყარებს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ გაწეული ნდობისათვის. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მომეცა შესაძლებლობა დავეხმარო კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა ამისა მე , ისევე როგორც მთელი ჩემი ოჯახი, მიუნხენში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ"-აღნიშნა ულრაიხმა.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ შეგვიძლია სვენის იმედი გვქონდეს, ის ძალიან კარგი მეკარე და ღირსეული ადამიანია. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, მან მასიურად მიიღო მონაწილეობა, ტიტულებისათვის ბრძოლაში. ჩვენი შემდგომი პროგრსისათვის, როგორც უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ისე ბუნდესლიგასა თუ გერმანიის თასზე, მისი წვლილი ძალიან დიდია"-ეს კი უკვე მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.