» » გერმანიის თასზე ბავარია ბაიერს დაპირისპირდება

გერმანიის თასზე ბავარია ბაიერს დაპირისპირდება

11-02-2018, 23:46 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 1

გერმანიის თასზე ბავარია ბაიერს დაპირისპირდება
ლევერკუზენის გავლით ბერლინში - ასეთი გეგმა აქვს „ბავარიას“ გერმანიის თასის ნახევარფინალში, რისთვისაც „ბაი-არენაზე“ ლევერკუზენის „ბაიერთან“ ბრძოლა მოუწევს. ასეთი კენჭისყრა კვირა საღამოს, საფეხბურთო მუზეუმში, დორტმუნდში გათამაშდა.


ნახევარფინალი 17 ან 18 აპრილს ჩატარდება (ზუსტი თარიღი მომდევნო დღეებში გაირკვევა). „ბავარიის“ მოგების შემთხვევაში, რეკორდმაისტერი ფინალში ბერლინში გაემგზავრება, რომელიც 19 მაისს „ოლიმპიაშტადიონზე“ ჩატარდება.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს „შალკე 04“ და ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაუპირისპირდებიან.

ბავარია ბაიერს გერმანიის თასზე 5-ჯერ არის დაპირისპირებული, აქედან რეკორდმაისტერმა 4-ჯერ მოახერხა მისი ჩამოტოვება. ბოლოს ეს 2015 წელს მოხდა, ტურნირის 1/4 ფინალში, სადაც ბავარიამ "ბაი-არენაზე" პენალტების სერია მოიგო.
1
0

-ss- (12 თებერვალი 2018 11:58)

აინტრახტი მინდოდა futbalist
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.