ვიდალი: აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ვიდალი: აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ

ვიდალი: აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ

12-02-2018, 12:23 -ss- სიახლეები 1

ვიდალი: აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ
მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ "ბავარიაში" თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს. ხსენებული კომენტარი, 30 წლის სამხრეთამერიკელმა, გერმანიის ჩემპიონატის 22-ე ტურის ეგიდით, გელზენკირხენის "შალკე 04"-თან გამართული შეხვედრის შემდგომ გააკეთა.


"მე შემთხვევით არ ვთამაშობ მიუნხენური კლუბის რიგებში. მაქვს საფუძველი განვაცხადო, რომ ჩემს პოზიციაზე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. მიუნხენის "ბაიერნის" დატოვებას კი არ ვფიქრობ. აქ თავს უბრალოდ შესანიშნავად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, კლუბთან არსებულ ხელშეკრულებას დიდი სიამოვნებით გავახანგრძლივებდი"-ციტირებს გამოცემა Sport1-ი, არტურო ვიდალის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნულ ფეხბურთელსა და "რეკორდმაისტერს" შორის არსებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა, 2019 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ჩილელმა ნახევარმცველმა მიუნხენური კლუბის მაისურით, ყველა ტურნირზე 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 6 გატანილი გოლის და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
1
1

efenbergi 19 (12 თებერვალი 2018 15:18)

გენაცვალე არტურო კაცი ხარ კაციიი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.