» გიუნდოგანი: "ბუნდესლიგაში ინტრიგის არ არსებობაა"

გიუნდოგანი: "ბუნდესლიგაში ინტრიგის არ არსებობაა"

13-02-2018, 14:29 dachi8 --- 0

გიუნდოგანი:
„დორტმუნდის ბორუსიის“ ყოფილი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი, რომელიც ამჟამად „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავს, გერმანიის ჩემპიონატზე კრიტიკულად საუბრობს. ილქაი თვლის, რომ „ბავარიას“ მეტად დიდი უპირატესობა აქვს სხვა დანარჩენ კლუბებზე.



„ჩემთვის ბუნდესლიგაში ინტრიგის არ არსებობაა. გუნდების უმეტესობა მოედანზე მხოლოდ იმისთვის გამოდის, რომ შეცდომები არ დაუშვან, იმის მაგივრად რომ კარგი თამაში აჩვენონ. რა თქმა უნდა, „ბავარია“ „ბავარიაა“. ეს კლუბი უკვე დიდი ხანია მაღალი ხარისხის თამაშს აჩვენებს. რაც შეეხება ინგლისის პრემიერ-ლიგას, აქ უფრო თანაბარი ბრძოლაა. ჩვენ არა ერთი ძლიერი გუნდი გვყავს, რომელთაც ქვეყნის ჩემპიონად გახდომა შეუძლია“, - ციტირებს გიუნდოგანის სიტყვებს Goal.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.