» » ჰაინკესი: ჩვენი მიზანი უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

ჰაინკესი: ჩვენი მიზანი უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

14-02-2018, 11:45 -ss- სიახლეები 0

ჰაინკესი: ჩვენი მიზანი უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებაა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული იუპ ჰაინკესი ინტერნეტ-გამოცემა tageszeitung-თან მიცემულ ინეტრვიუში, "რეკორდმაისტერის" მიერ დასახულ მიზანზე საუბრობს. 72 წლის სპეციალისტის განცხადებით, უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება ის სანუკვარი სურვილია, რისთვისაც მთელი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს.


"ჩვენს ძალას გუნდური თამაში წარმოადგენს და არა ცალკეული სუპერფეხბურთელების მოქმედება. წარმატების მიღწევა შესაძლებელია არა ვარსკვლავებით დაკომპლექტებული კოლექტივის მეშვეობით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ გუნდური თამაშით. უეფას ჩემპიონთა ლიგა, ეს არის ტურნირი, რომელიც ევროპის წამყვანი საფეხბურთო კლუბების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ "ბავარიამ" სეზონის სტარტიდანვე საკუთარი თამაშის ხარისხი, მკვეთრად გააუმჯობესა. ჩვენი კლუბი ძალზედ მოტივირებულია და ხსენებულ ტურნირზე წარმატებისათვის იბრძვის. ჩემპიონთა ლიგის მოგება, ეს ჩვენი დიადი მიზანია"-ციტირებს გამოცემა tageszeitung-ი, იუპ ჰაინკესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" პირველ 1/8 ფინალურ დაპირისპირებას, საფეხბურთო კლუბ "ბეშიკტაშის" წინააღმდეგ, 20 თებერვალს "ალიანც არენაზე" გამართავს. საპასუხო ორთაბრძოლა კი თურქეთში 14 მარტს არის ჩანიშნული.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.