» » ნოიერი: სეზონის დასრულებამდე აუცილებლად დავბრუნდები

ნოიერი: სეზონის დასრულებამდე აუცილებლად დავბრუნდები

15-02-2018, 11:38 -ss- სიახლეები 0

ნოიერი: სეზონის დასრულებამდე აუცილებლად დავბრუნდები
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი მანუელ ნოიერი, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა Sky Sport Bundesliga-სთან მიცემულ ინტერვიუში, ტრავმირებული კიპერი აღნიშნავს, რომ რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მომავალს ოპტიმისტური განწყობით შეჰყურებს.


"საქმე კარგად მიდის, თუმცა სრული გამოჯანმრთელებისათვის გარკვეული დრო მჭირდება. დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ. ვფიქრობ, რომ მომავალ კვირას, სიარულის დროს არსებული დისკომფორტი, უკვე აღარ მექნება. ამის შემდგომ, ვგეგმავ მსუბუქი სირბილით დავტვირთო საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე, დაბრუნებას მოვახერხებ."

"მსოფლიო ჩემპიონატი, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ტურნირია. მიმაჩნია, რომ გერმანიის ნაკრებს მე ვჭირდები, მეორეს მხრივ მეც ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. სეზონის მეორე ნახევარში, ჩემი გეგმები "ბავარიასაც" უკავშირდება, თუმცა ყველაზე მთავარია ნაციონალური ნაკრების რიგებს შევუერთდე, მიმდინარე წლის ზაფხულში"-ციტირებს Sky Sport Bundesliga მანუელ ნოიერის სიტყვებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.