» » Sport Bild: რუდი ფიოლერი ბუნდესლიგის შესახებ საუბრობს

Sport Bild: რუდი ფიოლერი ბუნდესლიგის შესახებ საუბრობს

15-02-2018, 14:48 -ss- სიახლეები / სხვადასხვა 0

Sport Bild: რუდი ფიოლერი ბუნდესლიგის შესახებ საუბრობს
ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტული დირექტორი, გერმანული ფეხბურთის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რუდი ფიოლერი ინტერნეტ-პორტალ Sport Bild-თან საუბრისას, ევროპის წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატების ერთგვარ შედარებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ბუნდესლიგის დონე, "სერია ა"-ს არ ჩამოუვარდება.

"ესპანეთის ჩემპიონატი აღემატება გერმანიის პირველობას. რაც შეეხება "სერია ა"-ს, ჩვენ მათ ნამდვილად არ ჩამოუვარდებით. ინგლისის პრემიერლიგაში კი უამრავი ვარსკვლავი თამაშობს, რადგანაც ხსენებულ ტურნირზე მოასპარეზე გუნდებს, უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ, ამ მხრივ ისინი ნამდვილად ლიდერობენ. მიუხედავად ამისა, ბუნდესლიგას შეუძლია ბევრი რამ შესათავაზოს მაყურებელს და იყოს მიმზიდველი, გარკვეული ასპექტების გათვალისწინებით"

გარდა ზემოხსენებული კომენტარისა, ფიოლერმა სულ რამდენიმე ხნის წინ, საინტერესო შეფასება მისცა, თანამედროვე ფეხბურთში არსებულ სატრანსფერო გამოწვევებს და გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან საუბრისას, შემდეგი რამ განაცხადა.

"მე უკვე აღარ მაკვირვებს ის ფასი, რასაც ესა თუ ის გუნდი, კონკრეტული ფეხბურთელის ტრანსფერისათვის იხდის. პირადად ჩემთვის, ამჟამად მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელიც ნამდვილად ღირს 100 მილიონ ევროზე მეტი. ეს ლიონელ მესია. რა თქმა უნდა არსებობენ, სხვა მსოფლიო კლასის მოთამაშეები, მაგალითად ისეთები როგორებიც არიან რობერტ ლევანდოვსკი და კრიშტიანუ რონალდუ, თუმცა მესი სულ სხვა დონეა"-განაცხადა ფიოლერმა
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.