» » ლეგენდები 24 მარტს "ენფილდზე" ითამაშებენ

ლეგენდები 24 მარტს "ენფილდზე" ითამაშებენ

15-02-2018, 20:53 dachi8 სიახლეები 0

ლეგენდები 24 მარტს
ეს მატჩი არც ტიტულებს და არც ქულებს არ მოიტანს, ამის მიუხედავად გულშემატკივართათვის აღნიშნული მატჩი განსაკუთრებული გახდება. 24 მარტს „ბავარიის“ ლეგენდები „ენფილდზე“ „ლივერპულის“ ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. ორივე კლუბი ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ კლუბებად ითვლებიან და არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ამ კლუბების მაისურით არა-ერთ გამოჩენილ ფეხბურთელს უთამაშია. ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები. ჰანს-იორგ ბუტი, ლოთარ მათეუსი, ბიქსანტ ლიზარაზუ, სამი კუფური, ზე რობერტო, ჯოვანე ელბერი, ლუკა ტონი, როი მაკაი - აი ზოგიერთი მათგანი, რომლებიც კვლავ მოირგებენ „ბავარიის“ ფორმას ლეგენდარულ „ენფილდზე“.

დამატებით, მათთან ერთად მოედანზე ხაბი ალონსოც გამოჩნდება, რომელიც როგორც „ბავარიის“ ასევე „ლივერპულის“ ფერებსაც იცავდა, ამ შემთხვევაშიც ბასკი ნახევარმცველი მატჩში ორივე კლუბის ღირსებას დაიცავს. ცნობილია, რომ ხაბი ალონსო მატჩის მე-2 ტაიმს „ბავარიის“ მაისურით ითამაშებს, ხოლო 1 ტაიმს „ბავარიის“ წინააღმდეგ ჩაატარებს „ლივერპულის“ ფორმაში. მას კომპანიონობას წარსულში ცნობილი ისეთი ფეხბურთელები გაუწევენ, როგორებიც ეჟი დუდეკი, ჯეიმი კარაგერი, იონ არნე რისე, გარი მაკალისტერი, ლუის გარსია, დირკ კუიუტი და რაღა თქმა უნდა ხალხის ფავორიტი სტივენ ჯერარდი არიან.

მატჩიდან შემოსული თანხა კი ქველმოქმედებაში ჩაიდება.

FC Bayern.tv live, კლუბის Facebook-ის გერმნული გვერდი და " YouTube-ზე „ბავარიის“ ოფიციალური კანალი მატჩის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებენ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.