» » ეიფორიით მომდევნო ამოცანისკენ

ეიფორიით მომდევნო ამოცანისკენ

15-02-2018, 21:08 dachi8 სიახლეები 0

ეიფორიით მომდევნო ამოცანისკენ
ისინი კარში ურტყამდნენ, პასებს არიგებდნენ, ფინტაობდნენ და თითოეული ბურთისათვის იბრძოდნენ. 2 გამოსასვლელი დღის შემდეგ „ბავარიელები“ ახალი ძალებით შეუდგნენ მუშაობას. ოთხშაბათს, სადილის შემდეგ გუნდმა მოახლოებული მატჩისთვის დაიწყო მზადება, რომელიც შაბათს „ვოლფსბურგთან“ ელოდებათ 18:30 საათზე. შემდეგ სამშაბათს კი რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ბეშიკტაშს“ დაუპირისპირდება.

„ყველასათვის სასარგებლო იყო 2 დღიანი დასვენება, მაგრამ ახლა საჭიროა მუშაობის გაგრძელება“, - განაცხადა იოშუა კიმიხმა ვარჯიშის შემდეგ.

„ბავარიელებს“ თუ შეხედავდით შეამჩნევდით, რომ ვარჯიშები მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მოკლე შესვენებებზე კიმიხი და მისი პარტნიორები ბურთს არ შორდებოდნენ.


გუნდი სრული შემადგენლობითაა

მანუელ ნოიერისა და სვენ ულრაიხის გარდა, რომლებიც ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ სავარჯიშო ცენტრში, მოედანზე გუნდი სრული შემადგენლობით გამოცხადდა. სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისათვის ბრძოლა თითოეულს დამატებით მოტივაციას აძლევდა. თუმცა, „ბავარიელებს“ შორის არანაირი მეტოქეობა არ იგრძნობოდა, მოედანზე ჯანსაღი გუნდური სული დასადგურებულიყო. კარში დარტყმების დროს, არა-ერთი ლამაზი გოლი გავიდა, რაც აპლოდისმენტების ღირსი ხდებოდა.

იუპ ჰაინკესს ამ წარმოდგენაში მონაწილეობა არ მიუღია. 72 წლის სპეციალისტი გამოჯანმრთელების პირასაა. მის მაგივრად ვარჯიშს პეტერ ჰერმანი ხელმღვანელობდა, რომელსაც მთავარი მწვრთნელისთვის კარგი ამბები აქვს: გუნდი მზადაა და სულმოუთმენლად ელის შემდეგ ამოცანებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.