» » ჰაინკესი დაბრუნდა, გუნდი მზადაა

ჰაინკესი დაბრუნდა, გუნდი მზადაა

15-02-2018, 21:23 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესი დაბრუნდა, გუნდი მზადაა
იუპ ჰაინკესმა პირველი გამარჯვება ამ კვირაში უკვე მოიპოვა - „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი სრულიად გამოჯანმრთელდა ძლიერი გაციებისგან. ხუთშაბათს დილით „ბავარიელების“ დამრიგებელი უკვე ზაბენერშტრასეს მოედანზე იმყოფებოდა, სადაც მას თითქმის სრული შემადგენლობით ელოდებოდა გუნდი. მანუელ ნოიერის გარდა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და კარგ ფორმაში იმყოფებიან.

20 მინდვრის ფეხბურთელი და 3 მეკარე დარბოდა მოედანზე. „ვოლფსბურგთან“ შესახვედრად „ბავარიელები“ თავს არ ზოგავენ ვარჯიშებზე. ის, რომ ყველა არ მოხვდება განაცხადში ეს ფეხბურთელებს არ აწუხებთ. „როდესაც მწვრთნელს რამოდენიმე ვარიანტი აქვს სასტარტო შემადგენლობისათვის ეს ნამდვილი ფუფუნებაა“, - განაცხადა ჰაინკესმა რამოდენიმე კვირის წინ. და ეს ორმაგად კარგი ამბავია, რადგან მომდევნო კვირას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ამიტომ როტაციის შესაძლებლობა შეუფასებელია.

ჰუმელსი სულმოუთმენლად ელის

რა თქმა უნდა გუნდში ყველანი მოახლოებულ ამოცანების ელოდებიან, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. „როდესაც ამ მატჩებს უყურებ და იხსენებ, რომ მომდევნო კვირაში შენი ჯერია თამაშის, მაშინ რა თქმა უნდა წარმოუდგენელი გრძნობები გეუფლება“, - ყვება მათს ჰუმელსი.

მომდევნო სამშაბათს სტუმრად „ალიანც არენას“ „ბეშიქთაში“ ესტუმრება. 3 კვირის შემდეგ (14 მარტს) საპასუხო მატჩი შედგება სტამბულში. „ამ მატჩებს სულმოუთმენლად ველოდები. დიდ-ხნიანი შესვენების შემდეგ კვლავ მსურს მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ვუსმენდე“, - გააზიარა თავისი მოლოდინები ჰუმელსმა.

მწვრთნელი ჯანმრთელადაა, გუნდი მზადაა, ყველა ელოდება ჩემპიონთა ლიგას!
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.