» » ზულე: "ბავარიაში" თავს ბედნიერად ვგრძნობ

ზულე: "ბავარიაში" თავს ბედნიერად ვგრძნობ

16-02-2018, 12:46 -ss- სიახლეები 0

ზულე:
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ნიკლას ზულე, ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ ემოციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "რეკორდმაისტერის" რიგებში თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, გაატარებდა თუ არა მთელ დარჩენილ კარიერას, მიუნხენის "ბაიერნში", 22 წლის ფეხბურთელმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.


"დიახ, მე შემიძლია წარმოვიდგინო მოვლენათა განვითარების მსგავსი სცენარი. ეს ჩემი პირველი სეზონია, მიუნხენური კლუბის რიგებში და შემიძლია განვაცხადო, რომ ადაპტირება წარმატებით მოვახერხე. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და მოცემულ მომენტში, საკუთარ თავს რომელიმე სხვა გუნდში, უბრალოდ ვერ ვხედავ"-განაცხადა "ბავარიელთა" უკანახაზელმა.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ზემოხსენებული ფეხბურთელი 2017 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებულ ხელშეკრულებას, მოქმედების ვადად 2022 წლის 30 ივნისი აქვს განსაზღვრული. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ცენტრალურმა მცველმა მიუნხენური კლუბის მაისურით, ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 1 გატანილი გოლის და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.