» » Kicker: "ბავარია" ახალ რეგულაციებს აწესებს

Kicker: "ბავარია" ახალ რეგულაციებს აწესებს

16-02-2018, 13:44 -ss- სიახლეები 1

Kicker:
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კლუბის მომავალ თავკაცს, სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტების პრეროგატივა აღარ ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას, ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო, კარლო ანჩელოტის მიერ, არაკომპეტენტური კადრების მოზიდვის პროცესი, რამაც თავის დროზე, მიუნხენურ კლუბს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ახალი რეგულაციების თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" მომავალ მთავარ მწვრთნელს, უკვე დაკომპლექტებულ კოლექტივთან ერთად მოუწევს მუშაობა და ერთპიროვნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მხოლოდ ორი კადრის მოყვანა შეეძლება, უშუალოდ საკუთარი თანაშემწის და ფიზმომზადების სპეციალისტის პოზიციებზე.

ის თუ ვინ ჩაიბარებს, გერმანული გრანდის მთავარი მწვრთნელის პორტფელს, იუპ ჰაინკესის წასვლის შემდგომ კვლავაც უცნობია. თუმცა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარი გააკეთა, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჰამიტ ალტინტოპმა, რომელმაც ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარი პროგნოზი შემოგვთავაზა.

"მე ვფიქრობ, რომ იუპ ჰაინკესის მემკვიდრე მიუნხენის "ბაიერნში" ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტი იქნება. მაგალითად იულიან ნაგელსმანი ან გელზენკირხენის "შალკე 04"-ის დამრიგებელი, დომენიკო ტედესკო. ორივე ზემოხსენებული პიროვნება, ასაკით ჩემზე უმცროსია, თუმცა მათ დიადი მიზნები გააჩნიათ და ძალიან მნიშვნელოვან, სტრუქტურულ მუშაობას აწარმოებენ"-განაცხადა 35 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა.
1
0

dachi8 (16 თებერვალი 2018 22:13)

სწორი გადაწყვეტილებაა futbalist
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.