» » FC Inter News: "ბაიერნს" მაურო იკარდი სურს

FC Inter News: "ბაიერნს" მაურო იკარდი სურს

16-02-2018, 15:49 -ss- ტრანსფერები / ჭორები 3

FC Inter News:
მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებისათვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, იტალიური ინტერნეტ-გამოცემა FC Inter News-ი. წყაროს თქმით, "რეკორდმაისტერი" დაინტერესებულია, მილანის "ინტერის" რიგებში მოასპარეზე, არგენტინელი შემტევის, მაურო იკარდის ტრანსფერით და "ბავარიელები" დასახული მიზნის სისრულეში მოსაყვანად, კონკრეტულ წინადადებასაც ამზადებენ.


როგორც ზემოხსენებული გამოცემა იტყობინება, გერმანული გრანდის გარდა, მაურო იკარდის ტრანსფერით დაინტერესებულნი არიან, ისეთი საფეხბურთო კლუბები, როგორებიცაა "ჩელსი", მადრიდის "რეალი" და "პარ სენ-ჟერმენი". თავად მილანური კლუბის ხელმძღვანელობა კი, ყველაფერს აკთებს ფეხბურთელის შენარჩუნებისათვის და არგენტინელ მოიერიშეს 6,5 მილიონ ევროს სთავაზობს წლიური ხელფასის სახით. თუმცა ფეხბურთელის მეუღლე, რომელიც ამავე დროს მისი აგენტიცაა, გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს და ბონუსურ სისტემას ითხოვს.

მაურო იკარდი, მილანის "ინტერის" რიგებში 2013 წლის 9 ივლისს ჩაირიცხა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა, 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, 24 წლის სამხრეთამერიკელმა თავდამსხმელმა, იტალიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 18 გატანილი გოლის და 1 შედეგიანი გადაცემის ავტორი. transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 67.5 მილიონ ევროს შეადგენს.
1
0

qutaturi (17 თებერვალი 2018 10:49)

ლევანა რეალში ეს ჩვენთან ან პირიქით ლევანა ისევ აქ ეს იქ..დდ
0

dachi8 (16 თებერვალი 2018 22:50)

ეგ 67.5 მილიონი სამზე უნდა გაამრავლო და ამ ფასს დაადებენ ხომ ვიცი kicha

110 მილიონად აფასებენ და თვითონ ხელფასის სახით 10 მილიონს და ბონუსებს ითხოვსო. ასევე ბაიერნი უკვე დაეკონტაქტა ინტერის ხელმძღვანელობასო რაც არ მჯერა. ლევანას შემცვლელად განიხილავენო და ლევანა სად მიდის რა საინტერესოა meravici
0

qutaturi (16 თებერვალი 2018 19:51)

მოკლედ რომ ვთქვა მევასება ეგ შობელძაღლი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.