» » ვერნერი "ბავარიაში" თამაშის წინააღმდეგი არ არის

ვერნერი "ბავარიაში" თამაშის წინააღმდეგი არ არის

17-02-2018, 21:58 dachi8 სიახლეები 0

ვერნერი
“ლაიფციგისა“ და გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ "ბავარიაში" თამაშის წინააღმდეგი არ იქნება.

„მე არ გავაგრძელებ კარიერას იტალიაში ან საფრანგეთში. გერმანიაში, ინგლისში და ესპანეთში კარგი გუნდები არიან, სადაც ჩემი ძალების გამოცდა მსურს. ასევე, ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, რომ სურვილი არ მაქვს „ბავარიაში“ თამაშის, მაგრამ ამ მომენტისათვის არავისთან თავის დაკავშირება არ მსურს“, - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს, ცნობილი ინტერნეტ-გამოცემა Bild.

ვერნერის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 4 გოლი ბოლო 3 საერთაშორისო მატჩებში (ლაიფციგში). მიმდინარე სეზონში 29 მატჩში გერმანელმა თავდამსხმელმა 19 გოლში მიიღო მონაწილეობა (16 გოლი და 3 საგოლე გადაცემა).

ბუნდელიგაში მასზე უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ „ბაიერნის“ პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის აქვს, რომელმაც ყველა ტურნირზე 28 გოლი გაიტანა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.