» » კომენტარები: ვოლფსბურგი 1 : 3 ბაიერნი

კომენტარები: ვოლფსბურგი 1 : 3 ბაიერნი

18-02-2018, 15:33 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: ვოლფსბურგი 1 : 3 ბაიერნი
„ვოლფსბურგი“ ღრმად იყო ჩამჯდარი თავის საჯარიმოში, კედელივით იდგა და „ბავარიელებისათვის“ ძნელი იყო. მაგრამ გამარჯვებისაკენ ლტოლვის წყალობით „ბავარიამ“ მოახერხა სახლში 3 ქულა წაეღო. „გუნდი უბრალოდ ძალიან მაგარია“, განაცხადა თომას მიულერმა მატჩის შემდეგ.

მატჩის შემდგომი კომენტარები

იუპ ჰაინკესი: „სწრაფი გოლის გატანის შემდეგ ვოლფსბურგმა კომპაქტურ დაცვას მიმართა. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა, ჩვენთვის რთული იყო კომბინირება. ბურთს ვფლობდით, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი თამაშის დალაგება ვერ შევძელით. მაშინ მე მივხვდი, რომ ასე ჩვენ ვერ გავიტანდით. მეორე ტაიმის განმავლობაში ჩვენ უფრო სწრაფად დავიწყეთ თამაში. თომას მიულერის მოედანზე გამოსვლის შემდეგ, ჩვენ ტაქტიკა შევცვალეთ და მას მოვარგეთ, რადგან ის ძალიან მოძრავია, მუდმივად ეძებს თავისუფალ ზონებს და სივცეებს ქმნის პარტნიორებისათვის. მალე ჩვენ ანგარიში გავათანაბრეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მატჩის დასასრულს ჩვენ შევძელით გამარჯვების მოპოვება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ცოტათი გაგვიმართლა. ძალიან მწარეა ალბათ „ვოლფსბურგისათვის“, ისინი შესანიშნავად იბრძოდნენ“.

თომას მიულერი: „დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ჩვენს რითმს ვერ ვპოულობდით. არასაკმარისად აგრესიულნი ვიყავით. ცუდი თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ არასაკმარისად მიზანმიმართულნი და ზუსტები ვიყავით. ამიტომ შესვენებისკენ ანგარიში 0:1 იყო. მე-2 ტაიმის დასაწყისში ჩვენ სრულიად განსხვავებული განწყობა ვაჩვენეთ შეტევაში და ბევრი მომენტის შექმნა მოვახერხეთ. სასიამოვნოა ამის ყურება თუ გუნდი როგორ მიილტვის გამარჯვებებისაკენ. გუნდი უბრალოდ ძალიან მაგარია“.

მარტინ შმიდტი (ვოლფსბურგის მწვრთნელი): „ჩვენ ჩვენს წინაშე დიდ გეგმებს ვისახავდით და დიდი ხნის განმავლობაში თავს კარგად ვიცავდით. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ჩვენ არაფრის უფლრბა არ მივეცით მოწინააღმდეგეს. მაგრამ ჩვენ წავაგეთ, რადგან შეტევაში ეფექტურად არ გვიმოქმედია. ჩვენ მეტად სწრაფად ვაძლევდით ბურთს მეტოქეს. რაღაც მომენტში ზეწოლა ძალიან გაიზარდა, ხოლო ძალები სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. ჩვენ ძალიან ცოტა ვაჩვენეთ იმისათვის რომ გაგვემარჯვა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.