» » ბოატენგი : მსოფლიო ჩემპიონატის მოგება რთული იქნება

ბოატენგი : მსოფლიო ჩემპიონატის მოგება რთული იქნება

19-02-2018, 16:25 -ss- სიახლეები 0

ბოატენგი : მსოფლიო ჩემპიონატის მოგება რთული იქნება
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, 2018 წლის ზაფხულში, რუსეთის ფედერაციაში გასამართი, მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, 29 წლის უკანახაზელი აღნიშნავს, რომ ბუნდესნაკრებისათვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება, ურთულესი ამოცანა იქნება.


"მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის გამო, ძალზედ ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია კიდევ ერთხელ მოვიგოთ ეს ტურნირი, თუმცა გერმანიის ეროვნული ნაკრებისათვის ეს ძალიან რთული მისია იქნება. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელიც გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს."-აღნიშნა ბოატენგმა.

ხსენებულ ტურნირთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარი გააკეთა საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" თავდამსხმელმა მარიო გომესმაც. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Welt-თან საუბრისას, ექს-ბავარიელმა აღნიშნა, რომ ჩინებულ სპორტულ ფორმაში იმყოფება და მზად არის ეროვნულ ნაკრებს, საჭიროებისამებრ დაეხმაროს.

"ლიოვმა იცის, რომ მე შემიძლია გერმანიის ეროვნული ნაკრებისათვის, ერთგვარი ჯოკერი ვიყო. მას შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს. თამაშის დროს, მაქვს უნარი მეკავოს ისეთი პოზიცია, საიდანაც ბურთს მეტოქე გუნდის კარში უპრობლემოდ გავგზავნი. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ამისთვის მთელი ასი პროცენტით მზად ვარ"-დაასრულა მარიო გომესმა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.