» » "ბავარიელები" სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან

"ბავარიელები" სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან

20-02-2018, 11:52 -ss- სიახლეები / ანონსი 0

დღეს, მიუნხენის "ბაიერნი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პირველ მერვედფინალურ დაპირისპირებას გამართავს, საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ. "ალიანც არენაზე" ჩანიშნული მატჩი თბილისის დროით სტარტს 23:45 საათზე აიღებს. გთავაზობთ მატჩის წინ გაკეთებულ კომენტარებს.




მატს ჰუმელსი -"მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კვლავ ვითამაშოთ უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე. პლეი-ოფის შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია. აქ არ არის აუცილებელი მოიგო ლამაზად, აქ უბრალოდ უნდა გაიმარჯვო. ვიცით, რომ ევროპული ფეხბურთის ტოპ წარმომადგენელს ვეთამაშებით. მთავარია რაც შეიძლება მალე მოვკლათ ხსენებულ დაპირისპირებაში არსებული ინტრიგა. კარგი იქნება თუ ამას პირველივე მატჩში გავაკეთებთ"

"თუ გუნდი გამართულია, როგორც ტაქტიკური ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და პლიუს ამას თამაშობს ოსტატურად, მაშინ ასეთ გუნდს შეუძლია მოიგოს უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ როგორც გუნდი გავიზარდეთ. ეს პროგრესი კი დიდწილად, იუპ ჰაინკესს და მის სამუშაო მეთოდებს უკავშირდება"

გარი მედელი (ბეშიქთაში) -"რა თქმა უნდა, წინ ძალიან რთული შეხვედრა გველის. ჭკვიანურად თამაში გვმართებს. ძალიან მნიშვნელოვანია, განმეორებით მატჩამდე, დადებით რეზულტატს მივაღწიოთ. ჯგუფურ ტურნირზე შესანიშნავად ვიასპარეზეთ და პირველი ადგილი დავიკავეთ. ახლა კი გველის შეხვედრა ნამდვილი გრანდის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ და გვჯერა რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას მოვახერხებთ"

შენოლ გიუნეში (ბეშიკთაშის მთავარი მწვრთნელი) -"ბავარია შესანიშნავად დაკომპლექტებული გუნდია, იქ იმდენი მაღალკვალიფიციური ფეხბურთელი თამაშობს, რომ ორი მთლიანი გუნდის ჩამოყალიბებას ეყოფა. ეს გუნდი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანია, მადრიდის "რეალისა" და საფეხბურთო კლუბ "მილანის" შემდეგ. ჩვენ ვეცდებით კარგი თამაში შევთავაზოთ მოწინააღმდეგეს და საკუთარი შანსები გამოვიყენოთ. თუ გასვლით მატჩში გოლს გავიტანთ ეს შესანიშნავი იქნება. პირველად, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ჩვენ მოედანზე გასვლა აუტსაიდერის სტატუსით გვიწევს ."

"ვფიქრობ, რომ ბაიერნის ძირითად თერთმეტეულში წარმოდგენილი იქნება, რობენი და ლევანდოვსკი. ასევე შესაძლოა ფრანკ რიბერიც ვიხილოთ. თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენ უბრალოდ კარგი თამაშის ჩატარება გვმართებს. აუცილებელია ფრთხილად ვიმოქმედოთ. გვსურს გეტოქე გუნდს პრესინგი შევთავაზოთ. ფეხბურთში 11 მოთამაშე 11 მოთამაშეს უპირისპირდება, აქ ფეხბურთელები თამაშობენ და არა ცალკეული სახელები. ყველაფერი ძალზედ მარტივია"

თომას მიულერი -"ჯერ კიდევ მაშინ როდესაც, ბეშიქთაში "ლაიპციგის" წინააღმდეგ თამაშობდა, გამოჩნდა, რომ ამ გუნდის დაუფასებლობა არ შეიძლება. ჩვენ სრული მობილიზებით ვხვდებით ამ მატჩს."
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.