» » ზამერი: "ტონისთვის უფლება არ უნდა მიმეცა ბავარია დაეტოვებინა"

ზამერი: "ტონისთვის უფლება არ უნდა მიმეცა ბავარია დაეტოვებინა"

22-02-2018, 13:15 dachi8 სიახლეები 2

ზამერი:
“ბავარიის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა, Sport Bild-ის 30 წლის იუბილესთან დაკაშირებით ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტთან ერთად ინტერვიუს ტონი კროოსიც ესწრებოდა. ინტერვიუში ზამერს მოუწია ჟურნალისტის კითხვაზე ეპასუხა, რომელიც კროოსის "რეალში" გადასვლას ეხებოდა, რაზეც გერმანელმა ფუნქციონერმა უპასუხა, რომ კროოსის მადრიდში გადასვლას ის თავის შეცდომად მიიჩნევს.

2014 წლის ზაფხულში გერმანიის ნაკრებისა და ბავარიის ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა კლუბის ხელმძღვანელობისგან მაღალი ანაზღაურება მოითხოვა. შეთანხმება ვერ შედგა და კლუბი იძულებული იყო ნახევარმცველი ზაფხულშივე გაეყიდა, რადგან 2015 წელს, კროოსის კონტრაქტის ამოწურვის შემთხვევაში, ნახევარმცველი სხვა კლუბს უფასოდ შეუერთდებოდა.

„შეცდომა იყო კროოსისთვის უფლების მიცემა „ბავარია“ დაეტოვებინა. ეს მეტად წარუმატებელი გადაწყვეტილება გახლდათ. მაგრამ მაშინ ტონის წასვლა „ბავარიისთვის“ შოკისმომგვრელი არ ყოფილა“, - იძახის ზამერი.

დორტმუნდის „ბორუსიის“ ფეხბურთელი და „ბავარიის“ ყოფილი სპორტული დირექტორი, რომელიც გერმანულ ფეხბურთში Ballon d'Or -ის ბოლო გამარჯვებულია იძახის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თვითონ კროოსის განვითარებისათვის წარმატებული აღმოჩნდა.

„ზოგჯერ არის ისეთი სიტუაციები, სადაც თქვენ გულწრფელად უნდა გააკეთოთ მოვლენათა ანალიზი თანმიმდევრულად. ვინ იტყვის, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა ცხოვრებაში? შეიძლება „ბავარიას“ ტონი კროოსთან ერთად ხშირად მოეგო ჩემპიონთა ლიგა ან ფინალამდე მაინც გასულიყო. დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მხრიდან ეს შეცდომა იყო, ტონი კროოსისთვის ნება დამერთო „ბავარია“ დაეტოვებინა. ტონისთან ერთად დივანზე ვიჯექი და მის გადარწმუნებას ვცდილობდი. მე მასთან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი და მას 16-17 წლის ასაკიდან ვიცნობ“.

„კლუბიდან მის წასვლას შოკში არ ჩაუგდია „ბავარია“, მაგრამ როდესაც თქვენ საუბრობთ, ნება უნდა დაერთო კლუბს ტონისთვის წასულიყო თუ არა და ეს ცუდია თუ კარგი, მაშინ უნდა ითქვას, რომ ეს ცუდი, ძალიან ცუდია“ . მაგრამ პირადად ტონის განვითრებისა და ღირებულებებისათვის ცვლილება ნამდვილად სწორი იყო“, - იძახის ზამერი.
1
1

-ss- (22 თებერვალი 2018 14:24)

ძაან დამწყდა გული ამის წასვლაზე მაგრამ მერე ისეთი განცხადებები აკეთა თან არაერთხელ, რომ ჯობდა მართლა წასულიყო
0

dachi8 (22 თებერვალი 2018 13:35)

მათიას, შენი შეცდომა ის იყო, რომ ამ ფასად გაიშვი და დროზე ადრე არ გაუგრძელე კონტრაქტი. მეტად გაიყიდებოდა კროოსი და 30 მილიონს კი არ მიიღებდა ბავარია, არამედ უფრო მეტს. მხოლოდ ეს იყო შეცდომა, თორე ეს ვირთხა რომ ადრე თუ გვიან წავიდოდა ამაზე დავაც კი არ ღირს და არც უნდა დაიტოვონ ასეთი ფეხბურთელები გუნდში, რომელთაც არ სურთ ბავარიისთვის ითამაშონ, 'ყოველთვის მოიძებნება კლუბი, რომელიც უფრო მეტს გადაგიხდის......

ბავარიას კი კროოსის გარეშე აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგები აშკარად kricha trafaret
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.