ჩემპიონთა ლიგის 1/8 შეხვედრაში „ბეშიქთაშთან“ „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა სასტარტო შემადგენლობის მიღმა ჰოლადიელი ვინგერი არიენ რობენი დატოვა, თუმცა მოგვიანებით მას თამაშის საშუალება მიეცა, როდესაც კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ჰაინკესმა მატჩის 44-ე წუთზე არიენ რობენით ჩაანაცვლა.
„ნათელია, რომ მე იმედგაცრუებული ვიყავი სასტარტოში ვერ მოხვედრით, მაგრამ დამატებით არაფრის თქმას არ ვაპირებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტული დირექტორის ოფისში აღმოვჩნდები“, - განაცხადა არიენ რობენმა.
იუპ ჰაინკესმა პრესის საშუალებით არ დააყოვნა ამ განცხადებაზე რეაგირება და რობენს უპასუხა: „მე ვაკეთებ იმას, რაც სწორად მიმაჩნია. ყველანი უნდა შეეგუონ ამას“, - იძახის მწვრთნელი.
აღნიშნულ დაპირისპირებაში, რობენი თამაშში 44-ე წუთზე ჩაერთო, ფლანგი გააცოცხლა, თუმცა გოლითა თუ შედეგიანი გადაცემით არ გამორჩეულა.