» » მიულერი, როგორც ინიციატორი და მოტივატორი

მიულერი, როგორც ინიციატორი და მოტივატორი

22-02-2018, 14:45 dachi8 სიახლეები 4

მიულერი, როგორც ინიციატორი და მოტივატორი
2 გოლი, საგოლე გადაცემა, ამას დამატებული დაუცხრომელი ინიციატივა და მოტივატორობა, ეჭვგარეშეა, თომას მიულერს საქმეები კვლავ კარგად მისდის. ტრავმირებული კაპიტნის მანუელ ნოიერის არყოფნისას მისი ფუნქციები თომას მიულერმა შეითავსა და ყველა მიიმართულებით წინ მიიწევს. მატჩში „ბეშიქთაშთან“, რომელიც ანგარიშით 5:0 დასრულდა, 28 წლის „ბავარიელმა“ დიდებული თამაში აჩვენა.'

„ეს მიულერია - მას ასეთი შეუძლია!“, შეაქო იუპ ჰაინკესმა თომასი. „ის ჩვენი სისტემის მეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის მეტად ძლიერია და შეუძლია სხვების მოტივირება. თავისი სისწრაფის, სწრაფი რეაქციისა და გაბედულობის წყალობით, ის ყოველთვის საჭირო დროს, საჭირო ადგილას ჩნდება. ეს მას შეუცვლელს ხდის“.


ნამდვილი ბომბარდირის გოლები

„ბეშიქთაშთან“ მატჩში მიულერმა თავისი 41-ე და 42-ე გოლები გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფლეი-ოფებში მხოლოდ 2 ფეხბურთელი იტანდა გოლებს უფრო ხშირად, ვიდრე მიულერი (21 გოლი): ესენი არიან კრიშტიანუ რონალდუ (56) და ლიონელ მესი (38).
„ჩემი გოლები ნამდვილი ბომბარდირის გოლები იყო“, - არ მალავდა თავის სიხარულს, გოლის გატანის მანერაზე თომას მიულერი.

„1-ლი გოლი ტიპიური მიულერის გოლი გახლდათ. მე-2 მშვენივრად იყო გათამაშებული. ის შეიძლება არ იყოს ელეგანტური, სამაგიეროდ ყოველთვის მეტად საზრიანად და ეფექტურად მოქმედებს“ - აღფრთოვანებული აზიარებდა თავის შთაბეჭდილებებს მათს ჰუმელსი.


მაღალი საფეხბურთო ინტელექტი

ჰუმელსი მიიჩნევს, რომ 2016 წელს რეკორდმაისტერში მისი დაბრუნებისთანავე, თომას მიულერი თავის „ყველაზე ძლიერ“ პერიოდს განიცდის. "მე ბევრჯერ მომიწია თომას მიულერის გვერდზე დგომა. ის წარმოუდგენლად ჭკვიანი ფეხბურთელია. როგორც წესი, ფეხბურთელები იმის მიხედვით ფასდებიან, თუ როგორ ლამაზად თამაშობენ ისინი ფეხბურთს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს - ინტელექტია. და უფრო გონიერი ვიდრე თომასი, მე ჯერ არ შემხვედრია“, - ხაზი გაუსვა მათს ჰუმელსმა ნათქვამს.

მიმდინარე სეზონში მიულერმა უკვე 9 გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე და „რომ არა მისი 5 კვირიანი ტრავმა, ის უფრო მეტს გაიტანდა, მას შეუძლია არაფროსაგან გოლის შექმნა, როგორც ეს 1:0 ანგარიშზე გააკეთა" - იძახის ჰაინკესი.
1
0

dachi8 (23 თებერვალი 2018 11:44)

-ss-,
ეგ ბოლო ევროპა მახსოვს, ეგ შედეგი იყო, ატლეტიკოსთან მომხდარის გამო, მაგრამ 2012 მაინტერესებდა, სხვა ევროპის ჩემპიონატზე არც მოხვედრილა ასაკიდან გამომდინარე.

ვნახე, 5 თამაშში მიიღო მონაწილეობა 2012-ში, აქედან 3 სტარტში. გოლი არ აქვს დაფიქსირებული, მაგრამ მიულერმა სულ რომ არ გაიტანოს გოლი, ის ავტომატურად ხდება მონაწილე იმ გოლებში, რომელიც გადის. ამაზე სტატია იყო, სადაც გამოთვლილია, მიულერი თუ არის მოედანზე საშუალოდ მეტ გოლს იტანს გუნდი kricha
0

-ss- (23 თებერვალი 2018 10:06)

dachi8,
როგორც მახსოვს ბოლო ევროპაზე გოლი არ გაუტანია საერთოდ და თერთმეტმეტრიანიც გამაზა. ვიცი რომ ევროპაზა საშინლად არ უმართლებს. ვაბშე სხვა მიულერი იჩითება
0

dachi8 (22 თებერვალი 2018 17:39)

-ss-,
ისე არ მახსოვს, 2012-ის ევროზე არც ერთი გოლი არ შეაგდო?
საგოლე გადაცემები ექნებოდა
1

-ss- (22 თებერვალი 2018 15:46)

გული მიგრძნობს მსოფლიოზეც ბევრს შეყრის ტომასა lotebi germany heye ერთი ევროპაზე მოიკოჭლებს ხოლმე kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.