» » TZ : მათეუსმა არიენ რობენი გააკრიტიკა

TZ : მათეუსმა არიენ რობენი გააკრიტიკა

23-02-2018, 10:36 -ss- სიახლეები 0

TZ : მათეუსმა არიენ რობენი გააკრიტიკა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ლოთარ მათეუსი ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა tz-სთან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის ვეტერან ჰოლანდიელ შემტევს, არიენ რობენს აკრიტიკებს. კრიტიკის მიზეზი კი რობენის მიერ იუპ ჰაინკესის მიმართ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდა, სადაც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშთან" გამართულ შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩენის გამო.

"რა თქმა უნდა, შესაძლოა რობენი გულდაწყვეტილი იყო, კლუბის მთავარი მწვრთნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, თუმცა იგი ვალდებულია დაეთანხმოს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უპატივცემულობის დემონსტრირება იქნება პარტნიორების და მთლიანად გუნდის მიმართ. მსგავსი განცხადებების გაკეთებისაგან, მას თავი უნდა შეეკავებინა"-აღნიშნა მათეუსმა.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდგომ, როდესაც ჟურნალისტებმა არიენ რობენს სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, მან შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა. "თუ მე ვიტყვი იმას, რასაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, მაშინ ხვალ რუმენიგეს კაბინეტში აღმოვჩნდები"-აცხადებდა რობენი
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.