» » Bild: ჰაინკესმა კინგსლი კომანი შეაქო

Bild: ჰაინკესმა კინგსლი კომანი შეაქო

23-02-2018, 11:23 -ss- სიახლეები 2

Bild: ჰაინკესმა კინგსლი კომანი შეაქო
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, "რეკორდმაისტერის" ფრანგი ლეგიონერის, კინგსლი კომანის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს და აღნიშნავს, რომ ხსენებულ ფეხბურთელს განსაკუთერბული საფეხბურთო მახასიათებლები გააჩნია. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, 72 წლის სპეციალისტმა, კომანს საკუთარ თავზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.


"კომანი ფლობს ისეთ საფეხბურთო მონაცემებს, რომელიც შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ექსტრაორდინალური. თუმცა მან საკუთარ თავზე მუშაობა აუცილებლად უნდა განაგრძოს. მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ტალანტი და შესაძლებლობები საკმარისი არ არის. ფეხბურთელი უნდა დემონსტრირებდეს ნამდვილ მებრძოლ სულისკვეთებას და ჟინს, განაგრძოს პროგრესირება და მიაღწიოს შესატყვის დონეს."-ციტირებს გამოცემა Bild-ი, იუპ ჰაინკესის სიტყვებს.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ბავარიელთა შემტევმა ნახევარმცველმა მიუნხენური კლუბის მაისურით, ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა შვიდი გატანლი გოლის და რვა შედეგიანი გადაცემის ავტორი. შეგახსენებთ, ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადად, 2023 წლის 30 ივნის აქვს განსაზღვრული.
1
0

გივი ჩვენ ვართ გივი (23 თებერვალი 2018 21:27)

მაინც არ მჯერავს ამის ფული თუ არ დახარჯეს არაფერი არ გამოვა კომანს რობენის კლასამდე იმდენი უკლია რამდენიც ზესტაფონს ნიცამდე kricha
0

dachi8 (23 თებერვალი 2018 11:53)

მთავარია ამან სხვა მწვრთნელის დროსაც განაგრძოს განვითარება think
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.