» » კომენტარები : მიუნხენის "ბაიერნი" 0-0 ბერლინის "ჰერტა"

კომენტარები : მიუნხენის "ბაიერნი" 0-0 ბერლინის "ჰერტა"

24-02-2018, 22:50 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები : მიუნხენის
24 თებერვალს, გერმანიის ჩემპიონატის 24-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში, ბერლინის "ჰერტას" უმასპინძლა. 2012 წლის აპრილის თვის შემდგომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ალიანც არენაზე" მისული გულშემატკივარი, უგოლო თამაშის მნახველი გახდა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.



იუპ ჰაინკესი -"ყაიმის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ჩემმა გუნდმა დღეს კარგი ფეხბურთი აჩვენა. ჩვენ ძალზედ აქტიურად ვმოქმედებდით, განსაკუთრებით შეხვედრის პირველ ნახევარში. ანგარიშის გასახსნელად რამდენიმე შანსიც მოგვეცა, თუმცა სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოხერხდა. თუკი მომენტებს ვერ იყენებ, მსგავსი დაცვითი გუნდის წინააღმდეგ თამაში, ძალიან გაგიჭირდება. მშვიდად შეგვიძლია ცხოვრების გაგრძელება, არანაირი პრეტენზია ჩემი გუნდის მიმართ არ მაქვს. უბრალოდ მომენტების რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ, ასეთი დღეებიც არსებობს"

დავიდ ალაბა -"ეს არ იყო მარტივი მატჩი. მეტოქე გუნდი დაცვაში დადგა და თავი ეფექტურად დაიცვა, თავისუფალი ზონები ჩაკეტეს. ჩვენ შევქმენით მომენტები, თუმცა მათი რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ, რაც ესოდენ საჭიროა გამარჯვებისათვის."

პალ დარდაი (ჰერტას მთავარი მწვრთნელი)-"დაცვაში შესანიშნავად ვითამაშეთ, შემიძლია ვთქვა რომ ზუსტად ისე ვიმოქმედეთ, როგორც იყო დაგეგმილი. თუმცა იყო მომენტბი, როდესაც თავისუფალი ზონები დაგვრჩა და მოწინააღმდეგეს შანსი მიეცა. ჩვენ დღეს არ ვიყავით სასიამოვნო მეტოქეები, "ბაიერნს" საკუთარი კონტრშეტევები ვერ შევთავაზეთ . შეგვიძლია ძალიან, ძალიან კმაყოფილები ვიყოთ მიღწეული შედეგით"

დევი ჰელკე (ჰერტა)-"სამწვრთნელო შტაბისაგან, კარგი სათამაშო გეგმა მივიღეთ. ჩვენ ის უზადოდ შევასრულეთ, თითოეულმა ფეხბურთელმა, მასზე დაკისრებულ სამუშაოს თავი წარმატებით გაართვა. მიუნხენში ქულის გამომუშავება შესანიშნავი რეზულტატია"
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.