» » საიდუმლო მოლაპარაკებები მალკომთან?

საიდუმლო მოლაპარაკებები მალკომთან?

25-02-2018, 22:52 dachi8 სიახლეები / ჭორები 0

საიდუმლო მოლაპარაკებები მალკომთან?
“ბავარია“ აქტიურადაა ჩაბმული არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელების ძიებაში. როგორც ინგლისური ინტერნეტ-გამოცემა „Sun“ იუწყება, „ბავარია“ „ბორდოს“ ვინგერზე - მალკომ ფილიპე სილვა დე ოლივეირაზე გადაერთო.

SPORT BILD-ზე დაყრდნობით რამოდენიმე კვირის წინ შეხვედრა უნდა შემდგარიყო მალკომის სააგენტოს "Elenko Sports Ltda“-ს კონსულტანტსა და „ბაიერნის“ წარმომადგენლებს შორის. შუამავალმა კონტაქტი დაამყარა. ორივე მხარე ძირითადში 5 წლიან კონტრაქტზე უნდა შეთანხმდნენ. თუმცა კლუბებს შორის მოლაპარაკებას ადგილი არ ჰქონია.

ბრაზილიელ ვინგერს „ბორდოსთან“ 2021 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი. „ბორდო“ კი თავის მხრივ თანახმაა ფეხბურთელი 60 მილიონ ევროდ გაყიდოს.

„ტოტენჰემს“ ბრაზილიელი ვინგერის შეძენა უკვე ამ ზამთარშივე სურდა. თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მოთხოვნილი თანხის გამო. თვითონ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კი უკვე გამოაცხადა, რომ ზაფხულში კლუბს დატოვებს. „კლუბის არჩევის შემდეგ, „ბორდო“ წასვლის ნებართვას მომცემს“ - განაცხადა მალკომმა.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ბრაზილიელმა ლიგა 1-ში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.