» » Goal: სალიჰამიჯიჩი ახალგაზრდა "ბავარიელების" შესახებ საუბრობს

Goal: სალიჰამიჯიჩი ახალგაზრდა "ბავარიელების" შესახებ საუბრობს

26-02-2018, 12:35 -ss- სიახლეები 2

Goal: სალიჰამიჯიჩი ახალგაზრდა
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ნორჩი ბავარიელების შესახებ საუბრობს. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, მიუნხენური კლუბის აკადემიაში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ასპარეზობს, თუმცა მათთვის ძირითად გუნდში საკუთარი ადგილის დამკვიდრება, კვლავაც მიუღწეველ მიზნად რჩება.


"ჩვენ კლუბს ძლიერი აღსაზრდელები ჰყავს, თუმცა მათ ძირითად გუნდში გადასვლა უჭირთ, რადგანაც აქ უმაღლესი კლასის მოთამაშეებია წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა მე გამუდმებით ვეუბნები მწვრთნელს, ისევე როგორც ფეხბურთელებს, რომ "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში, ყოველთვის მოიძებნება ერთი-ორი ადგილი, გამორჩეული ტალანტებისათვის."

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ჰასან სალიჰამიჯიჩმა უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიუნხენური კლუბი დაინტერესებულია გელზენკირხენის "შალკე 04"-ის რიგებში მოასპარეზე, მაქს მაიერის ტრანსფერით და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"ხსენებული ინფორმაცია ესპანურ მედიაში გავრცელდა. ეს რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, ამის შესახებ პირველად გერმანული გამოცემები შეიტყობდნენ. მაიერი შესანიშნავი ფეხბურთელია, აქ კითხვები არ არსებობს. მაგრამ თუ ჩვენ გადავხედავთ "ბაიერნის" შუახაზს, ვნახავთ, რომ აქ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ასპარეზობენ"-დაასრულა სალიჰამიჯიჩმა.
1
0

dachi8 (26 თებერვალი 2018 17:14)

-ss-,
smilebayern სულ პაწაწები
1

-ss- (26 თებერვალი 2018 12:39)

ნორჩი ბავარიელი kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.