» » ლევანდოვსკის აგენტი : ეს ჩემი სამუშაოა !

ლევანდოვსკის აგენტი : ეს ჩემი სამუშაოა !

26-02-2018, 13:13 -ss- სიახლეები 0

ლევანდოვსკის აგენტი : ეს ჩემი სამუშაოა !
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი შემტევის, რობერტ ლევანდოვსკის ახალი აგენტი, პინი ზაჰავი არ გამორიცხავს, რომ მისმა კლიენტმა საკუთარი მომავალი მადრიდის "რეალს" დაუკავშიროს. ამის შესახებ ხსენებულმა სპეციალისტმა, ინტერნეტ-გამოცემა Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რობერტ ლევანდოვსკის მომსახურებით, არაერთი მსოფლიო გრანდია დაინტერესებული.


"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე, თითქმის ყველა დიდი კლუბი აცხადებს პრეტენზიას. გადავა თუ არა ლევანდოვსკი მადრიდის "რეალში"? - ეს ჩემი სამუშოა"-აცხადებს აგენტი.

"რეკორდმაისტერის" რიგებიდან, რობერტ ლევანდოვსკის წასვლის არ სჯერა, "ბავარიელთა" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, დონ იუპ ჰაინკესს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება პირადი აგენტის ცვლილება, მომავალ ტრანსფერს, "ბაიერნის" თავკაცმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.

"ეს მხოლოდ და მხოლოდ, არსებული სიტუაციის თქვენებური ინტერპრეტაციაა. მე ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ იმაში, რომ ფეხბურთელი აგენტს იცვლის. ჩვენთვის ეს არაფერს ნიშნავს. "ბაიერნი" არ არის ის კლუბი, რომელიც თავის ტოპ-ფეხბურთელებს ჰყიდის. ჩვენი სუპერ-ფეხბურთელები გუნდში რჩებიან. ლევანდოვსკის კლუბიდან წასვლა, მე ვერ წარმომიდგენია"-ციტირებს გამოცემა Omnisport-ი, იუპ ჰაინკესის სიტყვებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.