» » მათეუსი მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ საუბრობს

მათეუსი მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ საუბრობს

27-02-2018, 13:19 -ss- სიახლეები 0

მათეუსი მიუნხენის
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ბავარიული გრანდის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "რეკორდმაისტერის" სიძლიერე მის გუნდურ მოქმედებაშია და ხსენებული კლუბი, რომელიმე ცალკეულ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის.


"შესაძლოა ამ გუნდში არც თუ ისე ბევრი ვარსკვლავია თავმოყრილი, მაგრამ "ბავარიელები" ამის გარეშეც ძლიერები არიან. ისინი ნამდვილად, ერთ მთლიან ორგანიზმს წარმოადგენენ. ეს არის გუნდი, რომელიც არ არის დამოკიდებული, რომელიმე ცალკეულ ფეხბურთელზე. მაგალითად "ბარსელონა" მთლიანად დამოკიდებულია მესიზე. მადრიდის "რეალი"-კრიშტიანუ რონალდუზე. "პარი სენ-ჟერმენს" თავისი მოქმედება ნეიმარზე აქვს აწყობილი. მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში მოასპარეზე ფეხბურთელები კი თანაბარი დონის არიან"

"როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ გუნდში არ არსებობს რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეზე დამოკიდებულება, მაგრამ მე თუ მკითხავდნენ დამესახელებინა ასეთი ფეხბურთელი, ალბათ ვიტყოდი, რომ ეს რობერტ ლევანდოვსკია"-ციტირებს ბუნდესლიგის ოფიციალური საიტი, ლოთარ მათეუსის სიტყვებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.