» » სანიოლი: "მალკომი ბაიერნის თამაშს მოერგება"

სანიოლი: "მალკომი ბაიერნის თამაშს მოერგება"

28-02-2018, 20:54 dachi8 სიახლეები / ტრანსფერები 0

სანიოლი:
გერმანული ინტერნეტ-გამოცემა SPORT BILD-ის ცნობით, ბრაზილიელი ნახევარმცველის - მალკომის წარმომადგენლები, ბაიერნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ბორდოს“ 21 წლის ფეხბურთელი არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელად მოიაზრება.

ბავარიის ხელმძღვანელობა ჯერ არაა ჩამოყალიბებული არჩევანში. ბრაზილიელ ვინგერში კი ბორდო“ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

„ბაიერნის“ ყოფილი მცველი და ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწე ვილი სანიოლი, რომელიც 2014-2016 წლებში „ბორდოს“ გუნდის თავკაცად გვევლინებოდა SPORT BILD-თან ინტერვიუში ახალგაზრდა ფეხბურთელზე საუბრობს და მას „ბავარიისთვის“ კარგ ვარიანტად მიიჩნევს.

„ბორდოს“ მალკომის გაყიდვა სურს, რადგან მათ ფული სჭრდებათ. ის უფრო მეტად რობენს წააგავს, ვიდრე რიბერის. ის ისეთი სწრაფი არაა, როგორც არიენი, მაგრამ სუპერ ტექნიკას ფლობს. ის ნამდვილად მოერგებოდა „ბავარიის“ თამაშს. მალკომი ჩემი აღმოჩენილია და 2016 წლის იანვარში ბრაზილიიდან „ბორდო“-ში გადმოვიყვანე. მაშინ საფრანგეთში მე ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდი, რადგან 18 წლის ფეხბურთელში 5 მილიონი ევრო გადავიხადეთ. ახლა კი ეს შესანიშნავი გარიგებაა და მისი განვითარება ჯერ არ დასრულებულა“ - იძახის სანიოლი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.