» » ჰუმელსისა და ლევანდოვსკის კამათი ვარჯიშზე

ჰუმელსისა და ლევანდოვსკის კამათი ვარჯიშზე

28-02-2018, 21:53 dachi8 სიახლეები 0

ჰუმელსისა და ლევანდოვსკის კამათი ვარჯიშზე
ოთხშაბათს დილით მიუნხენში -13 გრადუსი ყინვის მიუხედავად გუნდი ვარჯიშზე გამოცხადდა და საქმეს შემართებით შეუდგა. თუმცა დღევანდელი დღის ყურადღების ცენტრში მათს ჰუმელსისა და რობერტ ლევანდოვსკის კამათი მოექცა.

გუნდი ორკარას თამაშობდა, მათს ჰუმელსი და რობერტ ლევანდოვსკი ერთ გუნდში აღმოჩნდნენ. მანამ სანამ პოლონელი ფორვარდი ბუცებზე თასმებს იკრავდა, ტოლისომ მისი გუნდის კარში გოლი გაიტანა და მათსისა და რობერტის გუნდმა თამაში წააგო.

გერმანელი მცველი ამ ფაქტმა გააღიზიანა, რადგან ლევანდოვსკიმ ბურთის დაკარგვის შემდეგ, თანაგუნდელების მიხმარებას თასმების შეკვრა ამჯობინა.

გერმანელსა და პოლონელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება წარიმართა:

ჰუმელსი: „ლევი, სერიოზულად? შენ სერიოზულად იკრავ თასმებს ასეთ მომენტში? ეშმაკმა დალახვროს“!
ლევანდოვსკი: „შენ ბურთი დაკარგე“.
ჰუმელსი: „ეს შეცდომა იყო, შენ კი შენს დამოკიდებულებას ამჟღავნებ“
ლევანდოვსკი: „შენ მუდამ კარგავ ბურთს. მხოლოდ ლაპარაკობ“.

ჰუმელსის მოთმინებამ აქ იფეთქა და პოლონელს უყვირა: „მოკეტე და გაქრი!“.

ამის შემდეგ მათ მობოდიშებისა და ხელის ჩამორთმევის გარეშე მოედანი დატოვეს და გასახდელისაკენ გაემართნენ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.