» » რუმენიგე ადასტურებს - ხამესი ბაიერნში სულ მცირე არენდის ბოლომდე რჩება

რუმენიგე ადასტურებს - ხამესი ბაიერნში სულ მცირე არენდის ბოლომდე რჩება

1-03-2018, 00:27 dachi8 სიახლეები 0

რუმენიგე ადასტურებს - ხამესი ბაიერნში სულ მცირე არენდის ბოლომდე რჩება
“ბავარიის“ აღმასრულებელმა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, შემტევი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს არ დატოვებს

„ეს კარლო ანჩელოტის იდეა გახლდათ და მე ვფიქრობ, რომ ის განსაკუთრებით წარმატებულია. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა, დახვეწილი ტექნიკითა და ფანტასტიური დარტყმით. ყველა კარტი მაგიდაზეა: ის 2 წლიანი არენდით იმყოფება კლუბში, შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია გამოსყიდვის უფლება გამოვიყენოთ, როგორც მე მახსოვს 42 მილიონად. ეს არც თუ ისე ცოტა თანხაა, თუმცა, ბაზარზე ჩვენ გიჟურ ციფრებს ვხედავთ. მაგრამ როდესაც დრო გავა, ჩვენ ყველაფერს მშვიდად გადავწყვეტთ. მაგრამ ეს ასე ჩქარა არ მოხდება, არა 2018 წელს“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Goal.

„ბავარიამ“ ხამეს როდრიგესი 12 მილიონ ევროდ 2 წლით, 2019 წლის ზაფხულამდე იჯარის წესით მადრიდის „რეალიდან“ დაიმატა, რის შემდეგაც მას პრიორიტეტული უფლება გააჩნია კოლუმბიელი ფეხბურთელი 42 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.