» » Bild: “ჩემს მეუღლეს ვენატრები“. ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან

Bild: “ჩემს მეუღლეს ვენატრები“. ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან

1-03-2018, 16:19 dachi8 ინტერვიუ / სხვადასხვა 0

Bild:  “ჩემს მეუღლეს ვენატრები“. ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან
ცნობილმა გერმანულმა ინტერნეტ-გამოცემა Bild-მა, "ბავარიის" მთავარ მწვრთნელთან იუპ ჰაინკესთან ინტერვიუ ჩაწერა. სადაც დამსახურებული ფუნქციონერი, თავის მომავალს, პირად ცხოვრებას, არიენ რობენის ამბიციებსა და სხვადასხვა გადაწყვეტილებებს შეეხო.






რა მოხდება უფრო სწრაფად: გერმანიაში ფორმულირდება ახალი მთავრობა, თუ „ბავარია“ ახალ მწვრთნელს აირჩევს?

- ჩვენთან უკვე ყველაფერი ნათელია, მეტს ამის თაობაზე არაფერს არ ვიტყვი. სამწუხაროა, რომ სექტემბრის არჩევნების შემდეგ ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული მთავრობა. თუმცა, მე ვთვლი, რომ ახლა ჩვენ გონიერ გადაწყვეტილებამდე მივალთ, ზაფხულში კი „ბავარია“ ადექვატურ მწვრთნელს მიიღებს.

რომელსაც იუპ ჰაინკესი ქვია?

- ამ კითხვას თქვენ თვითონ შეგიძლიათ პასუხი გასცეთ.

ბერტი ფოგტსი მართალი იყო? მან თქვა, რომ თქვენთან ტელეფონით ისაუბრა და რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, ხოლო გააგრძელებთ თუ არა - ეს უკვე ინტრიგაა პრესისთვის.

- კი, ის ფლობს ინფორმაციას.

ესე იგი, 2018 წლის 1 ივლისს, თქვენ უკვე ნამდვილად არ იქნებით „ბავარიის“ მწვრთნელი?

- ყველაფერი უკვე ნათქვამია.

როგორი უნდა იყოს „ბავარიის“ იდეალური მწვრთნელი?

- არვიცი, ამას კლუბის ხელმძღვანელობა წყვეტს. ახლა ისინი მეტად კმაყოფილნი არიან. თუ „ბავარია“ წარმატებულია, ე.ი. მას შესაბამისი მწვრთნელი ყავს.

გახსოვთ თქვენი გადმოფრენა კიოლნიდან მიუნხენში პეტერ ჰერმანთან ერთად? ის მაშინ ცოტა ორჭოფობდა. მაგრამ თქვენ თქვით: „არ ინერვიულო, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა“.

- შესაძლებელია, ასეც იყო. პეტერი თავიდან ყოველთვის ცოტათი სკეპტიკურია. მე კი ამ თემას ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად განვიხილავდი. ჩემს ასაკში ადვილი არ ყოფილა ყველაფრის მიტოვება და სახლიდან მოწყვეტა. მაგრამ მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთად ბევრი რამის შეცვლა შეგვეძლო. მე ძველ ადგილს დავუბრუნდი, სადაც დიდ წარმატებას მივაღწიე და შევეცადე ორგანულად შევრწყმოდი სამუშაოს. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდოდა, ფეხბურთელებსაც ასევე სჯეროდათ ამის.

Bild:  “ჩემს მეუღლეს ვენატრები“. ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან


კარლ-ჰაინც რუმენიგე ამტკიცებს, რომ თქვენი ერთ-ერთი პირობა მისი ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობა იყო ული ჰიონესთან. კმაყოფილი ხართ მათი მუშაობით?

- ულისთან ერთად მე მრავალი წელი ვთამაშობდი ნაკრებში, ხოლო კარლ-ჰაინც რუმენიგემ თავისი პირველი მატჩი ჩემთან ერთად უელსში ჩაატარა. ვფიქრობ, რომ ასეთი კლუბისთვის, როგორიც „ბავარიაა“, მეტად მნიშვნელოვანია 2 დიდი პიროვნება ერთი მიმართულებით მოძრაობდეს. ჩემთან სახლში შვალმტალეში ბევრი რამ მესმოდა, რაზეც ვფიქრობდი: „ასე არ უნდა იყოს“. ლაპარაკში, მე ნათლად ვაგრძნობინე ეს. მთლიანობაში, ამის საჭიროება არც ყოფილა, რადგან ოლიმპზე 2-ვეს ადგილია. მათ ორივეს უზარმაზარი დამსახურება აქვთ კლუბის წინაშე. ვთვლი, რომ ეს დიდი უპირატესობაა, რომ ისინი ასე ჰარმონიულად მუშაობენ ერთად.

ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იმ ფაქტს, რომ თქვენ ზოგჯერ ჰიონესს ულრიხს ეძახით ულის ნაცვლად. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაღაც არ მოგეწონათ მის ნათქვამში, ასეა ეს?

- თუ ჩვენ სერიოზულად ვლაპარაკობთ, მაშინ მე ულრიხს ვიძახი. მაგრამ ხშირად ამაში ხუმრობის ნატამალია. მისი მეუღლე სიუზენი ულრიხს ეძახის. მეუღლეები კი ჩვენს მიმართ ყოველთვის მკაცრნი არიან. ალბათ, ეს მე მათგან გადავიღე.

ის კი საპასუხოდ თქვენ იოზეფს გეძახით?

(ხმამაღლა იცინის) კი, ზუსტად ასე ხდება ზოგჯერ!

Bild:  “ჩემს მეუღლეს ვენატრები“. ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან


ალბათ, თანამდებობაზე დატოვების მორიგი მცდელობის შემდეგ, მას საპასუხოდ თქვენგან ესმის: „ულრიხ, შეეშვი ამას“?

- მე ვიცნობ კარლ-ჰაინცს და ულრიხს ძალიან კარგად და ვიცი, თუ როგორები შეიძლება ისინი იყვნენ, როდესაც რამის მიღწევა სურთ. ამიტომ ამას ისე ვიღებ, როგორც არის. ჩვენ მეტად გახსნილი ურთიერთობები გვაქვს. ისინი მიცნობენ მე, თუ როგორ ვმუშაობ და რომ მე მაქვს ჩემი აზრი. მათ ეს მოსწონთ.

ვინ არის თქვენი მთავარი მრჩეველი, თუ საქმე მომავალს ეხება?

- რა თქმა უნდა ჩემი მეუღლე. ასე იყო თავიდანვე. მაგრამ რაც შეეხება მუშაობასა და გუნდს, გადაწყვეტილებებს მეთვითონ ვიღებ, ჰასან სალიხამიჯიჩმა ამას წინათ მითხრა „მომწონს, რომ შენ ყოველთვის გაქვს გეგმა“. შეკრებაზე, როდესაც თამაშის მომდევნო დღეს ანალიზს ვაკეთებ, ან მატჩის წინ ფეხბურთელებთან რაიმეს განვიხილავთ, მე უნდა მქონდეს სტრატეგია. ამისთვის უნდა მოემზადო.

თქვენ მეოთხედ მუშაობთ „ბავარიაში“. მიუნხენი უკვე გახდა თქვენი სახლი?

- პირველად მიუნხენში ჩემს მეუღლესთან ერთად 1987 წელს მოვედით და ჩვენ უკეთ ვგრძნობდით თავს, ვიდრე სხვაგან. აქ ჩვენ ყველაფერი მოგვწონს - ქალაქი, ხალხი, გარემო. ტბები, პეიზაჟები - უბრალოდ ოცნებაა! მაშინ ოთხშაბათობით ჩვენ ყოველთვის გვქონდა თავისუფალი დღე. ჩემს მეუღლესთან ერთად ვსაუზმობდით, შემდეგ სასეირნოდ მივდიოდით. ტეგერნეზე, ჰიმზეე, შტარნბერგეზეეში და ზოგჯერ ზალცბურგში. თუ მზე ანათებდა, მაშინ უბრალოდ მშვენიერი იყო ასე დასვენება ყოველდღიური ცხოვრებისგან. მაშინ შეგვიყვარდა მიუნხენი. ამიტომ რაღაც მომენტში ეს უკვე მეორე სამშობლოა, სადაც ბრუნდები. რა თქმა უნდა, ჩემს ნამდვილ სამშობლოდ კვლავ ქვედა რეინი რჩება - ჯერ მიონხენგლადბახი, შემდეგ შვალმტალი.

რა ოცნებების ახდენა გსურთ კიდევ? მაგალითად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა თქვენს მეუღლესთან ერთად?

- თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ (იცინის), მაგრამ რაღაც მომენტში, ხვდებით, რომ უკვე საკმაოდ იმოგზაურეთ. მე ისე ბევრს ვმოგზაურობდი, მაგრამ ძირითადად მხოლოდ სასტუმროებს და სტადიონებს ვხედავდი. ამასთან, შენ ყოველთვის გარკვეული ზეწოლის ქვეშ იმყოფები, ფეხბურთელის რანგშიც და მწვრთნელის რანგშიც. ამაშია განსხვავება. ჩემი მეუღლეც უკვე აღარ განიცდის სიამოვნებას მოგზაურობისგან. ბოლო წლები მე სახლში ვიყავი და ეს მშვენიერია. რისი გაკეთებაც მსურდა ყველაფერს ვაკეთებდი და არაფერი არ მენატრებოდა. ამასთან, საზოგადოებრივ ცხივრებას ჩამოვშორდი. მე არ მჭირდება ყოველ დღე ტელევიზორში ან გაზეთებში გამოჩენა. ერთხელ ლევერკუზენში ჩემპიონთა ლიგის მატჩს დავესწარი. მატჩამდე 2 საათით ადრე მე უკვე VIP ზონაში ვიმყოფებოდი - იქ მე ერთი წამი თავისუფალი დრო არ მქონია. ასეთი რამ უკვე აღარ მსურდა და ამიტომ მატჩებს მეტი აღარ დავსწრებივარ.

როგორ გრძნობს თქვენი მეუღლე ირისი თავს, მუხლზე ოპერაციის გადატანის შემდეგ?

- მას ყველაფერი რიგზე აქვს. მხოლოდ რა თქმა უნდა ვენატრები! ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით - მადრიდში, ბილბაოში, ლისაბონში და ტელერიფში. ახლა ყველაფერი არც ისე ადვილადაა. არც ისე სასიამოვნოა, საღამოს ცარიელ სასტუმროს ნომერში მიხვიდე. ჩვეულებრივ, მე ადრე ვწვები რადგან ძალიან ვიღლები.

იმიტომ რომ თქვენ გრძელი და დამღლელი დღე გაქვთ?

- მე ყოველთვის მომწონდა კარგი გუნდური სული. მე სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და პერსონალთან მუშაობით. მაგრამ ეს მუშაობა დიდ ძალას ითხოვს და გართმევს. ის თუ მე როგორ ვმუშაობ, როგორ ვსწავლობ მეტოქეს, პირადი ცხოვრებისათვის ძალიან ცოტა დრო მრჩება. ამასთან ჩემი ასაკიც გასათვალისწინებელია. ახლა სიამოვნებით ვმუშაობ, მაგრამ ამისთვის დიდი ძალაა საჭირო და ფსიქოლოგიური სტაბილურობა: ყოველთვის ყურადღებით უნდა იყო და მობილიზებული, არ შეიძლება მოეშვა.

არასოდეს არ გიფიქრიათ, რომ მეუღლე თქვენთან მიუნხენში ჩამოვიდეს?

- პრობლემა იმაშია, რომ შვალმტალეში ჩვენ დიდი სახლი გვაქვს შინაური ცხოველებით. ოპერაციის შემდეგ არსად გასვლა არ შეიძლებოდა. მაგრამ ახლა ის შეძლებს 1 კვირით ჩამოსვლას.

თქვენს ცნობილ ავჩარკა კანდოსთან ერთად?

- არა, ეს შეუძლებელია. ჩვენ არ გვსურს მისი სადმე გადაყვანა. სახლში მასზე მებაღე და შინამოსამსახურე იზრუნებენ.

Bild:  “ჩემს მეუღლეს ვენატრები“. ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან


რამდენი წლისაა კანდო?

- აპრილში 13-ის გახდება. დამსახურებული ასაკია ავჩარკასათვის.

ეტყობა ასაკი?

(იცინის) რა თქმა უნდა! ისევე როგორც მე! როდესაც თქვენც 72 წლის იქნებით, თქვენ გაიხსნებთ ამას.

გეშინიათ იმ მომენტის, როდესაც კანდო აღარ იქნება თქვენთან?

- ეს ადვილი არაა. შენ არასდროს არ იცი, თუ რამდენი დარჩა კიდევ. არ შემიძლია ახალი ძაღლის ყოლა. კანდო - უბრალოდ ოცნებაა. ჩემი განსაკუთრებული მეგობარი.

როგორი რეაგირება ჰქონდა არიენ რობენს, როდესაც მატჩამდე 1 დღით ადრე ან მატჩის დღის დილას მას აცნობეთ, რომ ის არ ითამაშებდა?

- არასოდეს არ ვაცნობებ ამის შესახებ მატჩის დილას, ძირითადად მატჩამდე 1 დღით ადრე. არიენთან ჯერ კიდევ „ვოლფსბურგთან“ მატჩამდე ვილაპარაკეთ. ამ საუბარში მე მას გავაგებინე, რომ ის „ბეშიქთაშთან“ არ ითამაშებდა სასტარტოში. მე ამას სწორად მივიჩნევ, ასე ვხელმძღვანელობ გუნდს. მეთვითონ ვთამაშობდი მაღალ დონეზე და აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ, როდესაც მწვრთნელი მატჩის დღეს მაცნობებდა, რომ არ ვითამაშებდი. ფეხბურთელებმა ამის შესახებ წინასწარ უნდა იცოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის სასიამოვნო საუბრები არაა და აუცილებელია დარწმუნება ისწავლო, ეს მწვრთნელის სამუშაოს ნაწილია.

თქვენ იმედგაცრუებული ხართ რობენის უკმაყოფილებით?

- არა, მე მისი კარგად მესმის. მეც ასეთივე ვიყავი ადრე. თქვენ მას უნდა შეხედოთ. არიენს ასეთი შესანიშნავი კარიერა არ ექნებოდა, მას ასეთი ხასიათი რომ არ ჰქონდეს. ის თითქმის ყოველთვის პირველი მოდის სატრენაჟორო დარბაზში და ვარჯიშებამდე 30-45 წუთით ადრე სავარჯიშოებს ასრულებს. და თუ როგორ მუშაობს ის ვარჯიშებზე - უბრალოდ წარმოუდგენელია! არიენი ანთებული თვალებით თამაშობს, მას ძალიან დიდი მოთხოვნები აქვს თავის თავთან. მე ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი მინახავს, რომლებმაც ვერ ისწავლეს პროფესიონალურად მიდგომოდნენ საქმეს და ფეხბურთს მთლიანად მისცემოდნენ. არიენი ამას აკეთებს და ის მისაბაძია!

Bild:  “ჩემს მეუღლეს ვენატრები“. ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან


მისი უზარმაზარი ეგოთი?

- მე მისი ნათქვამი ყურად ვიღე. მე მესმის მისი ემოციების და მთლიანად მისი. მაგრამ მან აბსოლიტურად ზუსტად იცის, თუ რა ხდება, როდესაც მე რაღაცას ვიძახი. მე მეტად კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ამავე დროს თანმიმდევრული. თუ მე გადაწყვეტილება მივიღე, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აღარ შევცვლი. არასოდეს არ ვიხევ უკან!

უნდა გაუგრძელოს „ბავარიამ“ კონტრაქტები არიენ რობენს და ფრანკ რიბერის?

- მე მესმის პრესაში დისკუსიების. მაგრამ ერთს ვიტყვი: არ ღირს რობენისა და რიბერის ვერ შეფასება. ისინი კიდევ მეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იქნებიან ამ სეზონში. მათ არა მხოლოდ ბევრი გააკეთეს „ბავარიისთვის“, არამედ იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც საკვანძო როლი ითამაშეს 2013 წლის წარმოუდგენელ წარმატებაში. მათ მაღალი კლასი და პოტენციალი გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ბიოლოგიური საათები წინ მიიწევენ, და ორივეს ეს კარგად ესმის. ექნებათ თუ არა მათ ახალი კონტრაქტები, ამას კლუბი გადაწყვეტს. მაგრამ ისინი ამ გადაწყვეტილებაზე თავისი ფორმით და შედეგებით ზემოქმედებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მათთან ერთად კიდევ ბევრი კარგი რამ გვაქვს წინ.

როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ გუნდს, თუ მას 2013 წლის გუნდს შეადარებდით?

- ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო. ახლა პრაქტიკულად უკვე ფეხბურთელების სხვა თაობაა. ტურნირიც სხვაა, თუნდაც იმიტომ, რომ იქ მე 5 ინგლისურ კლუბს ვხედავ, რომლებმაც ბოლო წლებში 3 მილიარდი ევროს ინვესტიციები გააკეთეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შემადგენლობა უკეთესია, იმასთან შედარებით რაც 2012/2013 წლის სეზონში გახლდათ. ის უფრო მეტ ალტერნატიულ ვარიანტებს გვთავაზობს. თუმცა, ამის გამო შეუძლებელია გარანტირებულად ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. კონკურენცია ახლა უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ იყო.

თუ ული ჰიონესს ტრებლზე შეეკითხებით, ის გვპასუხობს: „ეს ბოდვაა“, რატომ?

- ჩემი სამწვრთნელო გუნდი, ფეხბურთელები და მე - ამაზე არ ვფიქრობთ. არ ღირს იმაზე საუბარი, რაც არარეალურია, თუმცა ზოგჯერ ისინი შესაძლებლად სჩანან.

ფეხბურთელებს ახლა უფრო მეტი ურთიერთობა სჭირდებათ მწვრთნელთან, ვიდრე ეს ადრე იყო?

- შესაძლებელია. ყოველთვის არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებთანაც საჭიროა მეტი ურთიერთობა. შვაინშტაიგერიც ასეთი ფეხბურთელი იყო. ის იმ ფეხბურთელად გვევლინებოდა, რომელთანაც ბევრს საუბრობ, რომელსაც კარგად ესმის გუნდის და თამაშის. და ჩემი პრეზენტაციის დროს მე უკვე ვთქვი, რომ თომასი კვლავ გახდება ძველი მიულერი.

ეს ხდის მიულერს ასეთ განსაკუთრებულად?

- თომასი არა მხოლოდ აცოცხლებს გუნდს, ის კაპიტანია, ის უყვართ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთაც. შეუძლებელია თომას მიულერის გაუთვალისწინებლობა და მის უნარებში ეჭვის შეტანა. ასეთი ფეხბურთელი ევროპაში მეტი არაა.

ის - გუნდის დამაკავშირებელი რგოლია ნოიერის არ ყოფნის პერიოდში?

- ეჭვგარეშე! ვფიქრობ, რომ ახლა გუნდის შიგნით იყო საუბრები არიენ რობენთან და ფრანკთან. თომასს გუნდში ავტორიტეტი აქვს. მიულერი - „ბავარიის“ ნაწილია. ის არა მხოლოდ წამყვანი ფეხბურთელია, არამედ ისიც, ვისთანაც ასოცირდება მთელი რეგიონი. ეს მისი სამშობლოა, ეს კლუბი - მისი კლუბია. არ შემიძლია წარმოვიდგინო ოდესმე, რომ თომას მიულერი „ბავარიას“ დატოვებს.

თქვენ თქვენს პროფესიაში ყველაფერს მიაღწიეთ. კიდევ გაქვთ მიზნები?

- არა. სინამდვილეში ჩემი კარიერა 2013 წელს დავასრულე. არასოდეს არ ვაპირებდი მის გაგრძელებას. მომგებიანი წინადადებებიც მქონდა, რომლებიც უზარმაზარ ხელფასს მპირდებოდდნენ - ადრე მე ამისათვის 10 – 15 წელი დამჭირდებოდა, რომ ამდენი გამომემუშავებინა. მაგრამ მე ისინი უარვყავი, რადგან ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი. მე უზრუნველყოფილი ვარ და მე არ მჭირდება ახალი გამოწვევები.

თქვენი 73 წლისთავი 9 მაისსაა. ამის შემდეგ თქვენ „ბავარიასთან“ ერთად შეიძლება კიდევ გქონდეთ 3 მატჩი - ბუნდესლიგის ბოლო ტური, გერმანიის თასის ფინალი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 26 მაისს.

(იღიმის). კი, ეს კარგი ნატვრა იქნებოდა დაბადების დღისათვის. მომეწონებოდა თუ ის ასრულდებოდა და ჩვენ 2 ფინალში ვითამაშებდით. მაგრამ ეს ყველაფერი ოცნებაა. არასოდეს არ იცი, გახდებიან კი ისინი რეალურები. თუმცა ეს შესანიშნავი იქნებოდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.