» » ვიდალი: "ფეხებს ვერ ვგრძნობთ"

ვიდალი: "ფეხებს ვერ ვგრძნობთ"

1-03-2018, 16:48 dachi8 სიახლეები 0

ვიდალი:
ქუდისა და შარფის გარეშე „ბავარიელები“ ამ კვირაში ვარჯიშებზე არ გამოდიან. თერმომეტრი სტაბილურად მინუს ტემპერატურას აჩვენებს, ამიტომ ფეხბურთელებს ბევრი მოძრაობა და დათბილვა უწევთ. მიუნხენელები თავიდან ფეხებამდე ჩათბილულები არიან და მაგალითისათვის არტურო ვიდალს მხოლოდ თვალები უჩანს. „უბრალოდ, წარმოუდგენელი ამინდია. ვარჯიში მძიმეა“, - გამოტყდა სითბოს მოყვარული ჩილელი.

იმის მიუხედავად, რომ ვიდალს მრავალი წელი აქვს გატარებული გერმანიის ჩემპიონატში და უკვე მოასწრო ადგილობრივი ამინდის გაცნობა, ასეთი სიცივეების გადატანა მას ჯერ არ ახსოვს. „ჩვენ ფეხებს ვერ ვგრძნობთ. ყველა მოძრაობა უფრო მძიმედ მიდის ჩვეულებრივზე“, - მოყვა 30 წლის ნახევარმცველმა.

ამასთან, ჩილელი და მისი თანაგუნდელები ნამდვილი პროფესიონალები არიან და აგრძელებენ თავდაუზოგავ შრომას ვარჯიშებზე. „ამინდი ისეთია, როგორიც არის. ჩვენ მთელი ძალები უნა გავიღოთ და მოედანზე 100 პროცენტით უნდა ვანახოთ ჩვენი შესაძებლობები“.

ამ და შემდეგ კვირას „ბავარიელებს“ მშვიდად შეუძლიათ ვარჯიში, ვიდრე კვლავ გაეხვევიან ინგლისურ კვირებში. „ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სრული კონცენტრაციით ვიმუშაოთ 2 კვირის განმავლობაში. ოპტიმალურად უნდა მოვემზადოთ სეზონის ბოლო 2 თვისათვის. მაგრამ მე, სიმართლე რომ ითქვას, ვამჯობინებდი 3 დღეში ერთხელ თამაშს. ემოციები გაცილებით მეტია“.

თუმცა ვიდალი კონკურენტუნარიან რიტმს ამჯობინებს, ვარჯიშებსაც თავისი პრივილეგიები აქვს: „საბედნიეროდ, ვარჯიშების დროს, მატჩებისგან განსხვავებით, კარგად ჩათბილვა შემიძლია, ეს სახესაც ეხება“, - ღიმილით იძახის ჩილელი. მაგრამ სინოპტიკოსებს „ბავარიელებისთვის“ კარგი ამბებიც აქვთ: მომდევნო დღეებში ტემპერატურის მომატებას ელოდებიან. მაშინ ჩვენ კვლავ ვიხილავთ ვიდალს და კომპანიას მოედანზე ყველა ბრწყინვალებით.

ვიდალი: "ფეხებს ვერ ვგრძნობთ"


ვიდალი: "ფეხებს ვერ ვგრძნობთ"


ვიდალი: "ფეხებს ვერ ვგრძნობთ"


ვიდალი: "ფეხებს ვერ ვგრძნობთ"


ვიდალი: "ფეხებს ვერ ვგრძნობთ"
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.