» » Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან

2-03-2018, 15:15 dachi8 სიახლეები / ინტერვიუ / სხვადასხვა 0

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან
Sport Bild-ის ახალ ნომერში „ბავარიის“ ყოფილი ჰოლანდიელი მწვრთნელის ვან გაალის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც ჟუტნალისტმა კრისტიან ფალკმა ჩაწერა, ინტერვიუ პორტუგალიაში ალგარვეს სანაპიროზეა ჩაწერილი, სადაც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა 2008 წლისათვის ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი იყიდა და ახლა თავის მეუღლე ტრუუსთან ერთად ისვენებს.

კრისტიან ფალკი (ჟურნალისტი) ყვება, რომ ცოტა ხნის წინ, ჰოლანდიელი სპეციალისტით ბუნდესლიგის კლუბი, „ვოლფსბურგი“ ინტერესდებოდა.

- „ბუნდესლიგიდან ბევრი წინადადება მქონდა, არა მხოლოდ „ვოლფსბურგიდან“. მაგრამ მაშინ გადავწყვიტე რომ უარი მეთქვა მათთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ სულ ასე იქნება. მე ისეთი კლუბი მჭირდება, რომელიც ნამდვილი გამოწვევა იქნება ჩემთვის“, - პასუხობს ვან გაალი.

ინტერვიუს დროს მან „ბავარიაში“ დაბრუნება გამორიცხა. ული ჰიონესმა ის თავის 60 წლის დაბადების დღეზეც კი მიიწვია, მაგრამ უარი მიიღო.

- „მან მე დამიძახა, მაგრამ მე არ ფიქრობ, რომ ღირდა ამ მოწვევის მიღება, ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მოხდა“, - იძახის ვან გაალი.

იქნებ დორტმუნდის „ბორუსია“ გეცადათ? ვთავაზობ მწვრთნელს.

ვან გაალი ბევრს ფიქრობს და მპასუხობს:

- „დორტმუნდს ჯერ ჩემთვის არ მოუმართავს. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რომ ჩემპიონი გახდეს და ბავარიას წინააღმდეგობა გაუწიოს.

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან


-ნო ვან გაალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში 2 თქვენი ყოფილი კლუბი თამაშობს - „ბავარია“ და „ბარსელონა“. რომელი გუნდის მატჩებს უყურებთ?

- „ბარსელონას“ 2-ვე მატჩს „ჩელსის“ წინააღმდეგ. საპასუხო მატჩის დროს, ჰოლანდიურ კანალზე «Ziggo Sport»-ზე, მე ექსპერტი ვიქნები, ამიტომ ვუყურე მათ 1-ელ თამაშს. მაგრამ დამიჯერეთ, მსურს, რომ შესაძლებლობა მქონდეს „ბავარიის“ თამაშის ანალიზი გამეკეთებინა 1/4-ში. ჩვენ, ჩემს მეუღლესთან ერთად სიამოვნებით დავბრუნდებოდით მიუნხენში. ჩემი გათავისუფლების შემდეგ იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავით 2011 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ სპონსორების მიწვევით. ამასთან ორივეს ძალიან გვიყვარს ეს ქალაქი და კლუბი.

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან


კიდევ გიყვართ „ბავარია“?

- „რა თქმა უნდა! „მანჩესტერ იუნაიტედი“ - კომერციული კლუბია. „ბავარიაში“ ყველაფერი სხვაგვარადაა. კლუბს რუმენიგე და ჰიონესი ხელმძღვანელობენ - ყოფილი ფეხბურთელები, რომლებმაც იციან რაზე ლაპარაკობენ. მათთვის ყველაზე მთავარი - ფეხბურთია, და არა ფული, როგორც ეს „იუნაიტედისთვისაა“. ამისათვის მიყვარს „ბავარია“.

რას ფიქრობთ გუნდზე, როდესაც დღეს „ბავარიას“ უყურებთ და თქვენს მაშინდელ გუნდს ადარებთ 2009/2010 სეზონზე?

- „მე ვხედავ, რომ იუპ ჰაინკესი იმავე სქემას იყენებს რასაც მე ვიყენებდი. განსხვავება იმაშია, რომ ახლა ფეხბურთელების ხარისხი უფრო მაღალია. მაგრამ ამის მიუხედავად, 2010 წელს მე შევძელი ოქროს დუბლი გვეზეიმა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავსულიყავით. არ გამიგოთ არასწორად: ჰაინკესის მუშაობას დიდი პატივისცემით ვუდგები, ის მშვენივრად ართმევს თავს. უნდა გამოვტყდე, რომ ზოგ რამეს ის ჩემზე უკეთესად აკეთებს, ვიდრე მე ვაკეთებდი მაშინ“.

ასეთ რამეს თქვენგან ხშირად ვერ გაიგებ. გთხოვთ დაასახელეთ კონკრეტული მაგალითი.

- „მაგალითად, თუ როგორ ეპყრობა ის რიბერის. უნდა გამოვტყდე, რომ ის უფრო კარგად გრძნობს ფეხბურთელებს. ჩემი ხელმძღვანელობითაც რიბერი კარგად თამაშობდა შეტევაში, მაგრამ ჰაინკესთან ის უფრო მეტად მოქმედებს დაცვაში“.

თვლით აღსანიშნავად იმას, რომ ჰაინკესი თქვენი წინამორბედი და მემკვიდრე იყო „ბავარიაში“?

- „ეს წარმოუდგენელია. და იუპს კვლავ ყველაფერი გამოსდის. რუმენიგემ და ჰიონესმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და მის გამოცდილებას ენდნენ. ამ როლში მე ვერ ვხედავ ისეთ ახალგაზრდა მწვრთნელებს, როგორებიც ნაგელსმანი და ტუხელია. „ბავარია“ - ეს ტოპ-კლუბია, რომლის მართვაც არც ისე ადვილია. ჰაინკესმა ყველას დაანახა, რომ მას შეუძლია თასის მოგება, ჩემპიონად გახდომა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც კი. ის არ გამხადარა უარესი იმის გამო, რომ წლები მოემატა“.

თქვენი ყოფილი ფეხბურთელები, მიულერი, ალაბა, რობენი და რიბერი კვლავ აქ არიან. რამდენი დარჩა ვან გაალისგან კიდევ „ბავარიაში“?

- „როგორც ხედავთ მე მოვემზადე ჩვენი საუბრისთვის (ვან გაალი საქაღალდეს მანახებს სქემებით და მაგიდაზე დებს). ეს 3 სქემაა, რომელსაც მე „ბავარიაში“ პირველ თვეებში ვიყენებდი. პირველი იდეა 2009 წლის 1 ივნისს ეხება, ანუ, ის ჯერ კიდევ თანამდებობაზე დანიშვნამდე წარმოიშვა. მეორე სეზონის დაწყებამდე - 2009 წლის 31 ივლისს. ხოლო მესამე და საბოლოო უკვე 2009 წლის 17 აგვისტოს სქემაა. ეს სქემები იმის მანიშნებელია, რომ მე ჩემს იდეებს ვავითარებდი - 2 თავდამსხმელისა და რიბერის „10“-ზე განთავსებით რომბში, 2 სწრაფი ფლანგელი თავდამსხმელით და 1 ცენტრფორვარდით. ბოლო სქემა იუპ ჰაინკესმა ახლაც შეიძლება გამოიყენოს, პეპ გვარდიოლაც იგივეს აკეთებს დღეს“.
.
როგორ მიხვედით ამ სქემის განვითარებამდე?

- „მაშინ მე 4 თავდამსხმელი მყავდა - გომესი, ლუკა ტონი, კლოზე და ოლიჩი. მაგრამ არც ერთი არ ყოფილა მაშინ ლევანდოვსკის დონის. ამიტომ თავიდან მე გუნდის ფორმირებას შევეცადე, რომელიც 2 თავდამსხმელით ითამაშებდა, თუმცა ამ კუთხით შფოთვას განვიცდიდი. ფლანგებზე შვაინშტაიგერი და ალტინტოპი მყავდა, რომლებიც ამ პოზიციისთვის სწრაფები არ იყვნენ. სეზონის დასაწყისში ჩვენ მხოლოდ 2 ფრე გვქონდა, შემდეგ ჩვენ „მაინცთან“ წავაგეთ, ანგარიშით 1:2. ამის შემდეგ მე ტეგერნზეში ული ჰიონესთან უნდა წავსულიყავი მოხსენებით - ასეთი რამ, მწვრთნელის რანგში ჩემთვის პირველი იყო. ვიცოდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. ვთხოვე „რეალიდან“ არიენ რობენი ეყიდათ. მასთან და რიბერისთან ერთად მე სწრაფი ფეხბურთელები აღმომაჩნდნენ ფლანგებზე, რომლებიც ჩემთვის აუცილებელი იყო. შვაინშტაიგერი ცენტრში დავაყენე. ამის შემდეგ კი წარმატებაც მოვიდა“.

ლუი ვან გაალი ასევე გეგმავდა („ვერდერიდან“ მესუთ ოზილი შეეძინა, უესლი სნეიდერი („რეალლიდან“), სიმონ როლგფესი („ბაიერიდან“), თავისი სიიდან მან საბოლოოდ მხოლოდ ბრაფჰეიდი და პრანიჩი მიიღო.


მაინცში წაგების შემდეგ, თქვენ გასახდელში გუნდის წინაშე შარვალი ჩაიხადეთ, იმ მიზეზით, ფეხბურთელებისათვის გენახებინათ , რომ კვერცხები გაქვთ. ეს სიმართლეა?

- „ ის რაც ერთ ოთახში ხდება ჩემს ფეხბურთელებთან ერთად, იქვე უნდა დარჩეს. მაგრამ გთხოვთ, ნება დამრთოთ ვთქვა, რომ ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ეს ჩემს ხასიათს გავს. მე მეტად ემოციონალური ვარ ხოლმე“.

ერთხელ თქვენ ლუკა ტონის ეცით და ყურებით გაათრიეთ.....

- „კი, მე ასე გავაკეთე! ის უსაქმურობდა საუზმის დროს და ეს უპატივცემულობა იყო ჩემდამი და ფეხბურთელებისადმი. ასეთი არ უნდა ხდებოდეს გუნდში. მე ხელშეუხებელი წესი მაქვს: გუნდი ერთ ფეხბურთელზე მნიშვნელოვანია. ესეც ერთ-ერთი მიზეზი გახდა ული ჰიონესთან ჩემი მუდმივი პრობლემების“.

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან


შეგიძლიათ ამის ახსნა?

- „ული ჰიონესს, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ზოგიერთ ფეხბურთელთან, ის მათთან ერთად იდეებს ცვლის და მათ ინტერესებს იცავს. ჰიონესმა რიბერი დაიცვა, რადგან თვლიდა, რომ მას ყოველთვის უნდა ეთამაშა. ჩემი აზრით, ეს არაა კარგი მწვრთელის მუშაობისთვის. კიდევ ერთხელ: გუნდი - ყველაზე მნიშვნელოვანია და არა ცალკეული ფეხბურთელი. აქ მე და ჰიონესს განსხვავებული შეხედულებები გვაქვს“.

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან


ჩვენ არ შეგვიძლია არ ვისაუბროთ თქვენთან ული ჰიონესთან რთულ ურთიერთობებზე. ამასთან, თქვენ ერთი საუბრის შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოართვით და ლეგენდარული „მშვიდობა“ დაამყარეთ წითელ ღვინოსთან ერთად კლუჟთან** “

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან


**(რედაქტორის შენიშვნა). ჩემპიონთა ლიგაზე „ბავარიის“ მატჩში რუმინულ კლუბ „კლუჟთან“ ჰიონესმა და ვან გაალმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და აღსანიშნავად წითელი ღვინო დალიეს. ამით მათ გარშემომყოფთ დაანახეს, რომ მზად არიან მომავალში სათანამშრომლოდ.


- „ყველაფერი სწორია, ჩვენ გვქონდა საუბარი, მაგრამ ის კონტსრუქციული არ ყოფილა. ამის შემდეგ ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ეს თუ სიმართლეა მე „ბავარიიდან“ უნდა წამოვსულიყავი. მაგრამ მე მაინც გავაგრძელე ჩემი მუშაობა, რადგან ეს კლუბი მიყვარდა. გერმანული მენტალიტეტი - ეს ჩემი მენტალიტეტია. თავდაუზოგავი ვარჯიშები, ბოლომდე ბრძოლა და არასოდეს დანებება. ამასთან, მაშინ წარმოუდგენელი გუნდი მყავდა, ეს როლი ჩემთვის იყო შექმნილი“.

ისე ჟღერს, თითქოს სიამოვნებით იმუშავებდით კვლავ „ბაიერნში“

- „მე ნებისმიერ ადგილას დავბრუნდებოდი. „ბარსელონაში“, ჰოლანდიის ნაკრებში, „აიაქსში“, „აზ“-ში, მაგრამ „ბავარიაში“? ამის წარმოდგენა არ შემიძლია. ვერ ვიმუშავებ კლუბში, სადაც ული ჰიონესია“.

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან


რა გითხრეს ასეთი ცუდი კლუბში?

- „მგონია, რომ თუ მოვყვები, ეს ჰიონესისთვისაც, „ბავარიისთვისაც“ და ჩემთვისაც ცუდი იქნება. საკმარისია აღვწერო ის ბრძოლა, რომელიც მე კლუბის ხელმძღვანელობასთან მქონდა. მე თუ ვამბობ „ხელმძღვანელობა“, ვგულისხმობ ული ჰიონესს. აი თქვენ ერთი მაგალითი: ლამი მაშინ მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მე ის მარჯვნივ დავაყენე. ამის გამო ჰიონესთან დიდი კამათი მქონდა. მაგრამ ისტორიამ აჩვენა, რომ მე მართალი ვიყავი. ლამმა ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მარჯვენა მცველის ამპლუაში მოიგო“.

ეს საკმარისია, რომ თქვენი ძველი ჩხუბი ახსნათ ჰიონესთან?

- „ ანალოგიური შემთხვევა იყო თომას მიულერთანაც. როდესაც მე მუდმივად ვაყენებდი ნიჭიერ ფეხბურთელს შემადგენლობაში, რომელიც მე ჰერმან გერლანდმა მირჩია, ჰიონესმა ჩემს მეუღლეს უთხრა: „თქვენმა მეუღლემ კვლავ არასწორი შემადგენლობა დააყენა“. ალაბასთან დაკავშირებითაც იგივე იყო. მისმა შეცდომამ ბოლო წუთზე „ნიურბერგთან“ ფრე მოგვიტანა (1:1), შემდეგ კი ჩემი გათავისუფლებაც მოყვა. ალაბა კი ამ დრომდე „ბავარიის“ ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია“.

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან


თქვენ ასევე გაგათავისუფლეს იმის გამო, რომ ჰიონესის წინააღმდეგი იყავით, როდესაც „ბავარიამ“ მანუელ ნოიერი შეიძინა. თქვენ 1-ელ ნომრად ტომას კრაფტს განიხილავდით. ახლა კრაფტი „ჰერტას“ შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძვის, მაშინ როდესაც ნოიერი რამოდენიმე წელი ზედიზედ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდა. ეს არ იყო თქვენი შეცდომა?

- „არა, მე არ შემცდარვარ, რადგან ეს მთლად ასე არ ყოფილა. მაშინ მე შემადგენლობაში, რენზინგი, ბუტი და კრაფტი მყავდა. მე არასოდეს არ მითქვია, რომ არ მსურს ნოიერის ხილვა გუნდში. მე მხოლოდ ის გავაგებინე ხელმძღვანელობას, რომ კრაფტის დატოვება მსურს და თუ ნოიერი მოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად 1-ლი ნომერი გახდება. მე შედეგებზე ვარ ორიენტირებული. ჩემი ხელმძღვანელობით ნოიერი, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი, კონკურენციის პირობებში ითამაშებდა. ვთვლი, რომ პროფესიონალურ სპორტში ყოველთვის უნდა იყოს კონკურენცია“.

მაგრამ თქვენ არაფერი არ შეგშლიათ? ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ჰიონესი იყო?

- „ არა ეს ასე არაა. ჩემს სამწვრთნელო მოვალეობებში პრობლემების გადაჭრა და სხვადასხვა ხალხთან ურთიერთქმედებაც შედის. ფეხბურთელებთან ყოველთვის ვახერხებდი ამის გაკეთებას. მაგრამ ული ჰიონესთან არ გამომდიოდა, რადგან ვთვლიდი, რომ მწვრთნელი ამით არ უნდა ყოფილიყო დაკავებული. შემიძლია გამოვტყდე, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო“.

თუმცა, იყო კარგი პერიოდიც. «Baron de Ley» წითელ ღვინოსადმი თქვენს მისწრაფებას ული ჰიონესს უნდა უმადლოდეთ. ეს ღვინო თქვენ, ვერცხლისფერ ჩემოდანში გედოთ ხოლმე, როდესაც გუნდის ავტობუსით მიემგზავრებოდით

(იცინის) მაგრამ მე განვავითარე ჩემი გემოვნება. «Baron de Ley» კარგი ღვინოა, მაგრამ მე უკეთესი ღვინო ვიპოვე - ესპანური. როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემი ხელმძღვანელობით „ლივერპულს“ უგებდა, მე კლუბის ხელმღვანელობისაგან ყოველთვის ვიღებდი საჩუქრად 6 ბოთლ «Vega Sicilia Ribera del Duero»-ს. თითოეული მათგანი 350 ევრო ღირს. მაგრამ თქვენ მართალი ბრძანდებით: „ბავარიაში“ ჩემს პირველ სეზონში, ყოველ პარასკევს საღამოს, გუნდის სასტუმროში ული ჰიონესი მოდიოდა და რამოდენიმე ბოთლი «Baron de Ley» მოჰქონდა. ჰიონესი სასიამოვნო ადამიანია, როდესაც ის შენთან ერთად მაგიდასთან ზის. მაგრამ მას შეუძლია იყოს მკაცრი. ალბათ, ეს მნიშვნელოვანი თვისებაა მისი პოზიციისთვის“.

შემდეგ ჰიონესმა სიტყვები იპოვა და გაწეული სამუშაოსათვის შეგაქოთ, ასევე ქება დაიმსახურეთ იმისთვის, რომ საფუძველი ჩაუყარეთ კლუბის მომავალ წარმატებებს.

- „ულიმ ნამდვილად გააკეთა ეს? ეს თუ სიმართლეა და მან თქვა, რომ მე დადებითად ვიმოქმედე კლუბზე, მაშინ, მომიწევს ჩემი აზრის გამოცვლა მასზე“.

„ბავარიისთვის“ თქვენ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ვარსკვლავად გადააქციეთ. შესაძლებელია ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება დღევანდელ სუპერშემადგენლობაში?

- „მე ველოდი ამ კითხვას (ვან გაალმა კვლავ ამოიღო ფურცელი საქაღალდიდან). ეს ჩემი გეგმაა 2009/10 წლის სეზონისათვის. კონცეფცია ყოველთვის ერთნაირია. თითოეულ კლუბში მე ვირჩევ 25 ფეხბურთელს, 3 მათგანი აკადემიიდანაა. ასე უჩნდებათ შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ თავისი ნიჭი გამოაჩინონ მაღალ დონეზე. ასე ვაკეთებდი ჩემი კარიერის დაწყებიდან დასრულებამდე, და ამიტომაც ჩემი ხელმძღვანელობის დროს ბევრი ფეხბურთელი ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. ეს ჩემი ფილოსოფიაა. საჭიროა კლუბის ფილოსიფია შეინარჩუნო. „ბავარიაში“ მე ეს მიულერთან, ალაბასთან და ბადშტუბერთან მიმართებაში გავაკეთე. ამისათვის დააბრუნეს ლევერკუზენიდან ტონი კროოსი და მე ასევე მსურდა მიუნხენში მათს ჰუმელსი დამებრუნებინა“.

ლუბში თქვენი მოსვლის შემდეგ, „ბავარიის“ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი მათს ჰუმელსი „ბორუსიაში“ 4,2 მილიონ ევროდ გაყიდეს

- „კი, მე სმურდა ჰუმელსის დაბრუნება უკან 2010 წელს, იყო მოლაპარაკებები ამის შესახებ. მაგრამ მე და ჰიონესს კვლავ სხვადასხვა აზრი გვქონდა. 6 წლის შემდეგ „ბავარიამ“ მაინც შეიძინა ჰუმელსი 38 მილიონ ევროდ. მისი შეძენა ასევე „მანჩესტერში“ მსურდა, მაგრამ იმის გამო, რომ მათსმა სუსტი სეზონი ჩაატარა, ეს აღარ გავაკეთეთ“.

თქვენ ასევე გსურდათ თომას მიულერის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მიყვანა, კლუბი „ბავარიას“ 100 მილიონზე მეტს სთავაზობდა

- „შემიძლია დავადასტურო, რომ მსურდა მიულერის გუნდში ხილვა. მაგრამ „ბავარიამ“ გაგვაგებინა, რომ არანაირ პირობებში არ გაყიდიდა მას“.

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან


სამაგიეროდ მოგვიანებით თქვენ ბასტიან შვაინშტაიგერი შეიძინეთ

- „რა თქმა უნდა, შვაინშტაიგერი ახალგაზრდა ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან დიდ ასაკშიც არ იყო. თუმცა, მაინც ის ფიზიკურად ინგლისის ჩემპიონატის რიტმს ვერ შეესაბამებოდა. „ბავარიამ“ ის ჩვენ მოგვყიდა, როგორც კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. ბასტი არ იმსახურებდა იმას, როგორც ექცეოდა მაურინიო ჩემს შემდეგ. და მე ვწუხვარ, რადგან ის იმ დონის ფეხბურთელია, როგორც ლუის ენრიკე, მარკ ვან ბიმელი ან ფილიპ ლამი. ისინი იმათ შორის არიან, რომლებიც ყოველთვის ჩანან მოედანზე“.

ლამმა თქვენ გადაგარჩინათ ადრეული გათავისუფლებისაგან, როდესაც მან ინტერვიუ* მისცა, რის გამოც ის დაშტრაფული იქნა 50 000 ევროთი. ამის გამო ამ დრომდე მისი მადლობელი ხართ?

*ამ ინტერვიუში ფილიპ ლამმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და ვან გაალს მხარი დაუჭირა.


- „მახსოვს. ფილიპი ჩემი წამყვანი ფეხბურთელი იყო და მე ის კაპიტანი გავხადე. მაგრამ მე ასევე არ დამვიწყნია, ის, რომ ჩემი ინფორმაციით, შემდეგ მან ჩემი განთავისუფლების საკითხშიც დიდ როლი ითამაშა. ჩემი მუშაობით ასეთი აღფრთოვანებული რომ ყოფილიყო, ჩემს საწინააღმდეგოდ არ ილაპარაკებდა“.

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან


მასზე იმედი გაგიცრუვდათ?

- „მე მოგიყვებით ერთ ისტორიას ამის შესახებ. როდესაც მე ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი. 2012 წელს ჩვენ გერმანიის ნაკრებთან ვთამაშობდით ამსტერდამში (0:0). მატჩის შემდეგ ფილიპი მე ნახევარი საათი მელოდებოდა, ხელი რომ ჩამოერთმია. ჩემთვის ეს მომენტი მეტად ემოციონალური იყო, რადგან ვიცოდი, თუ რატომ გააკეთა ეს მან. მას სინდისი აწუხებდა. ამ ჟესტის შემდეგ მე ჩემი წყენა დავივიწყე“.

2013 წელს ტრებლის მოპოვების შემდეგ ჰაინკესმა ბანკეტზე იცეკვა. არის მასშიც რაღაც „საღამოს წვეულებების მეფის“ ნაწილი?

(იცინის) ბანკეტზე ცეკვა ეს ერთი და იგივე არაა, ბალკონზე ხალხის წინაშე რომ იცეკვო, როგორც ამას მე ვაკეთებდი. მაგრამ თუ იმ საღამოს ფოტოს შევხედავთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იუპს პოტენციალი გააჩნია“.

Sport Bild: ინტერვიუ ვან გაალთან


Sport Bild, კრისტიან ფალკის ბლოგი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.