» » 4 ბავარიელი ფრაიბურგში ვერ გაემგზავრება

4 ბავარიელი ფრაიბურგში ვერ გაემგზავრება

2-03-2018, 22:53 dachi8 სიახლეები 0

4 ბავარიელი ფრაიბურგში ვერ გაემგზავრება
შარფებისა და ქუდების გვერდზე გადადების დროა, შორტები დაბრუნდა! არქტიკულმა ტემპერატურამ უკან დაიხია და უკვე საკმაოდ კომფორტულ პირობებში „ბავარიელებმა“ პარასკევს დამამთავრებელი მომზადების ფაზა გაიარეს „ფრაიბურგთან“ მატჩამდე (კვირა, 21:00 სთ). ვარჯიშს მხოლოდ ფრანკ რიბერი არ ესწრებოდა, ფრანგს კუჭ-ნაჭლავის ინფექცია აწუხებს, ამიტომ ის მიუნხენში დარჩება.

„კვირას ის ნამდვილად ვერ ითამაშებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორშაბათს ის კვლავ შეძლებს მუშაობას გუნდთან“, - განაცხადა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე იუპ ჰაინკესმა. ორშაბათს გუნდის საერთო ვარჯიშებს ასევე ხამეს როდრიგესიც დაუბრუნდება. 1 კვირიანი პაუზის შემდეგ კოლუმბიელი ხუთშაბათს პირველად გამოვიდა გაზონზე, ამ მომენტისათვის ის ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.


კომანი - „სერიოზული დანაკარგი“


მანუელ ნოიერის გარდა ფრაიბურგში ასევე ვერ ითამაშებს კინგსლი კომანი, რომელმაც წინა ტურში ტრავმა მიიღო. „მინდა გულწრფელად ვაღიარო, რომ მე შოკირებული ვიყავი. სრულიად არ ველოდი, რომ ტრავმა ასეთი სერიოზული აღმოჩნდებოდა“, - ყვება ჰაინკესი, რომელმაც კომანის არ ყოფნა „სერიოზულ დანაკარგად“ შერაცხა. „ის ძალიან კარგად პროგრესირდა და რამოდენიმე მატჩში ძალიან კარგი თამაში აჩვენა“.

ჰაინკესმა არ დააზუსტა, თუ ვინ ითამაშებს ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე კომანისა და რიბერის არ ყოფნაში. ამასთან, შესაძლო შემცვლელებზე საუბრისას, მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო და ხუან ბერნატი დაასახელა. „მე ჯერ კიდევ არ მიმიღია გადაწყვეტილება სასტარტო შემადგენლობის თაობაზე. მოსაფიქრებლად დრო კიდევ მჭირდება“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.